წყალტუბოში გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს

15 აგვისტო 2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, წყალტუბოში, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ახორციელებს. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს  (SIDA) ფინანასური მხარდაჭერით ხორციელდება. 

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი პროექტების მონიტორინგს იმერეთის რეგიონში განაგრძობს. გიორგი შენგელია ამჯერად წყალტუბოში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაათვალიერა.