კაცხის სვეტთან ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

5 სექტემბერი 2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში,  კაცხის სვეტთან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. 

სამუშაო ითვალისწინებს არსებული გალავნის რეაბილიტაციას, სველი წერტილების მოწყობას, ტურისტული ცენტრის მშენებლობას და შიდა ეზოს კეთილმოწყობას. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება 10-ტონიანი წყლის რეზერვუარი, რის შედეგადაც, წყლის მიწოდება მოხდება, როგორც იქ მაცხოვრებელი ბერებისთვის, ისე ახლომდებარე სოფლის  (ხარატიშვილების უბანი) მოსახლეობისთვისაც.  
პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს და ტურისტებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა დახვდებათ, რომელიც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებული იქნება.