ჭიათურაში საბაგირო გზების რეაბილიტაცია დაიწყო

18 იანვარი 2017

 საქართველოს მთავრობის დავალებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქ. ჭიათურაში არსებული სამგზავრო საბაგირო გზების სისტემებისა და სადგურების სრული რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო. პროექტი  საქართველოსა  და საფრანგეთის მთავრობების მიერ  ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 40 მლნ. ლარს აღწევს. სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების მიზნით ჭიათურაში იმყოფებოდნენ  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი  - ზურაბ ალავიძე, იმერეთის გუბერნატორი - გივი ჭიჭინაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - გალაქტონ ბუაძე.