„ქვევრის სახლი“-ს მშენებლობა მიმდინარეობს

16 სექტემბერი 2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მუნიციპალურიგანვითარების ფონდი სოფელ იყალთოში, იყალთოს მონასტერთან ახლოს,  ქვევრის  სკოლა-სახელოსნოსაშენებს. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის მიზანია საქართველოშიქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდების აღდგენა-შენარჩუნება და სოფელ იყალთოს ისტორიულ-კულტურულიტურისტულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარება.