მუნიციპალური განვითარების ფონდი დართლოს რეაბილიტაციას ახორციელებს

21 ივლისი 2015

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი   სოფელ დართლოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. მისი ღირებულება 1,344.102.47  ლარია. პროექტის განხორციელების მთავარი მიზანი ძეგლის სტატუსის მქონე საუკუნოვანი სახლებისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნებაა, კერძოდ, იმ ციხე-სიმაგრის ტიპის საცხოვრებელი სახლებისთვის, რომლებიც თავისი უნიკალური და გამორჩეული არქიტექტურიდან  გამომდინარე, განსაკუთრებული ინტერესის საგანია.  ამასთან, პროექტის ფარგლებში  კულტურული მემკვიდრეობის ცენტრებთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. მნიშვნელოვანია, რომ  რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კახეთის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება  და  სოფელი  დართლო დამთვალიერებლებისთვის კიდევ  უფრო  მიმზიდველი გახდება.