ილია ღუდუშაური

ილია ღუდუშაური (7 აგვისტო, 1989, თბილისი ) - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე 2017 წლის დეკემბრიდან.

2010 წლის სექტემბრიდან მუშაობდა Deloitte & Touche LLC (შპს დელოიტ& ტუშ) სხვადასხვა პოზიციაზე (მენეჯერი, აუდიტი და საკონსულტაციო მომსახურება).2017 წლის აპრილიდან იყო მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი.

 

განათლება:

2010 წელს დაამთავრა მართვის ევროპული სკოლა (ESM – თბილისი). მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებისა და ფინანსების დარგში.

2016 წელს - ACCA-ს (სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაცია) კვალიფიცირებული წევრი და საქართველოს სახელმწიფო სექტორის კვალიფიცირებული აუდიტორი.