დავით ტაბიძე

დავით ტაბიძე  (10 ივლისი, 1982, ქუთაისი) - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე 2015 წლის აგვისტოდან.

 

1999 წელს მუშაობდა  საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრის  - „აფხაზეთი'' ასისტენტად, ხოლო  2002 წელს ,,საქართველოს აუდიტორული კორპორაციის’’ აუდიტის ასისტენტ/სტაჟიორად. 2004 - 2006 წლებში იკავებდა ''SPS - Party Service'' -ის (ჰაიდელბერგი, გერმანია) გაყიდვების მენეჯერის,  ხოლო 2008 - 2009 წლებში შპს ,,ინტეგრირებულ ქართულ სისტემები’’ -ს საერთაშორისო გაყიდვების კოორდინატორის თანამდებობებს. 2008 - 2009 წლებში მუშაობდა კომპანია „OLIVE''-ს (ჰაიდელბერგი, გერმანია) ახალი პროდუქტების განვითარების მენეჯერად. 2009 - 2011 წლებში იყო შპს „ინტეგრირებულ ქართულ სისტემები’’-ს გაყიდვების მენეჯერი. 2012 - 2014 წლებში ეკავა შპს  „ბოსე საქართველო’’-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა. 2014 წელს მუშაობდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლად.  2014 - 2015 წლებში იყო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის გარემოს დაცვისა და განსახლების სამსახურის უფროსი. 

 

განათლება:

2003 წელს, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით;

2006 წელს, მიიღო ქუთაისის აკ. წერეთელის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი.