ჯუანშერ ბურჭულაძე

ჯუანშერ ბურჭულაძე  (14 იანვარი,  1978, თბილისი ) - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე 2016 წლის ნოემბრიდან.

1998 - 1999 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის სტაჟიორი. 1999 - 2001 წლებში ეკავა  შპს. „ლუქსი“ -ს ფინანსური მენეჯერის თანამდებობა. 2001 - 2004 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბანკის სალიკვიდაციო კომისიის  ეკონომისტის პოზიციაზე, ხოლო 2004 - 2005 წლებში   ს.ს. „ქართუ ბანკი“ -ს  პლასტიკური ბარათების მომსახურებისა და დამუშავების დეპარტამენტის უფროს სპეციალისტად. 2005 - 2007  წლებში იყო ს.ს. „სტანდარტ ბანკი“ -ს საბურთალოს ფილიალის მმართველი და კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის  განყოფილების მმართველი. 2007 - 2010 წლებში  ეკავა ს.ს. „კორ - სტანდარტ ბანკი“-ს  ბიზნესის განვითარების დირექტორის პოსტი.  2010 - 2015 წლებში მუშაობდა MFA  საქართველოს საელჩოში ამერიკის შეერთებულ შტატებში  ფინანსურ მენეჯერად.  2015 - 2016 წლებში იყო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

 

განათლება: 

1998 წელს,  დაამთავრა საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის საბანკო-საფინანსო ფაკულტეტი.