დოკუმენტები

24 ივლისი 2017
მუნიციპალიტეტი: მცხეთა
დონორი: WB

ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ანანურის ციხესთან

პროექტი ითვალისწინებს ანანურის ციხესთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. კერძოდ, მოეწყობა სასეირნო ბილიკები მწვანე გაზონით, განთავსდება დეკორატიული სკამები, ურნები და ლამპიონები. საპროექტო ადგილას მოეწყობა ავტოსადგომი.
6 ივლისი 2017
მუნიციპალიტეტი: ასპინძა
დონორი: WB

ვანის ქვაბებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასპინძის მუნიციპალიტეტი

2017 წლის 7 ივლისს 14:00 საათზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება ქვე-პროექტის „ვანის ქვაბებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა“ გარემოსდაცვითი მიმოხილვის დოკუმენტის საჯარო განხილვა.

9 ივნისი 2017
მუნიციპალიტეტი: ქუთაისი
დონორი: WB

სოციალური აუდიტის ანგარიში - შემოკლებული განსახლების სამოქმედო გეგმა რეგიონული განვითარების მეორე პროექტისათვის - გელათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინფრასტრუქტურის აღდგენა.

სოციალური აუდიტის ანგარიში - შემოკლებული განსახლების სამოქმედო გეგმა რეგიონული განვითარების მეორე პროექტისათვის - გელათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინფრასტრუქტურის აღდგენა.
25 აპრილი 2017

კონსულტანტის გამოცდილების ფორმა - ინტერესის გამოხატვისთვის

კონსულტანტებმა ინტერესის გამოხატვის დროს, საკუთარი გამოცდილების/კონტრაქტების შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ მიმაგრებულ დოკუმენტში (ფორმა N1) მოცემული ფორმის მიხედვით
6 მარტი 2017
მუნიციპალიტეტი: თბილისი
დონორი: ADB

შესაბამისობის ანგარიში N1, მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა (SUTIP – 2879-GEO) 3063 თბილისი – რუსთავის ურბანული კვანძი. მონაკვეთი 2 ა (კმ 4+100 -დან 4+400-მდე; კმ 4+700 -დან 5+100-მდე;კმ 8+600 -დან 9+700-მდე; კმ 9+950 -დან 10+750 -მდე)

გარე მონიტორინგის სპეციალისტის მიერ მომზადებული დომკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მგფ-მა განახორციელა განსახლების პროცედურები ADB SPS (2009) -ის მოთხოვნებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თბილისი– რუსთავის ურბანული კვანძი მონაკვეთი 2ა.
10 თებერვალი 2017
მუნიციპალიტეტი: ასპინძა
დონორი: WB

ხერთვისის ციხესთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასპინძის მუნიციპალიტეტი

ქვე-პროექტი „ხერთვისის ციხესთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა“ განხორციელდა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მესამე რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, ქვე-პროექტის ფარგლებში ძველი კარიბჭის რესტავრაცია-რეკონსტრუქციას, ადმინისტრაციის ოფისის, კაფისა და ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა, წყალმომარაგების, ელ მომარაგებისა და საკანლიზაციო სისტემების მოწყობა, ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის დამონტაჟება, საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობა და ავტოსადგომის მოწყობას, ხერთვისის ციხესთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და ფეხით მოსიარულეთა ბილიკის რეაბილიტაცია და ხერთვისის ციხესთან მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას.
6 თებერვალი 2017
მუნიციპალიტეტი: თბილისი
დონორი: ADB

თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთის (მონაკვეთი 2) მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის საბოლოო ვერსია

თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთის (მონაკვეთი 2) მშენებლობის პროექტი ითვალისწინებს თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის 17,4 კმ-იანი საავტომობილო გზის ნაწილის მოდერნიზაციას, რომლის სიგრძეც შეადგენს 6,8 კმ-ს და რომლის მიზანია რუსთავსა და თბილისს შორის არსებული დამაკავშირებელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და პარამეტრების გაუმჯობესება, გადატვირთული მოძრაობის განტვირთვა და საგზაო შემთხვევების თავიდან აცილება, რაც იქნება გარანტი ეფექტური კავშირისა თბილისსა და რუსთავს შორის.
3 თებერვალი 2017

ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ მდინარე ხრამზე ხიდის მშენებლობა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტს (RMIDP 2). პროექტის მთავარი მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერება იმგვარად, რომ მოხდეს მათი იმ ძირითადი ფუნქციის განხორციელება, რომელიც უკავშირდება ერთის მხრივ, მოსახლეობისათვის სათანადო მომსახურების გაწევას და, მეორეს მხრივ, ინფრასტრუქტურული ინვესტიციების განხორციელებაზე ანგარიშვალდებულებას, ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის ეფექტური დაფინანსების წყაროებზე წვდომით.