ხერთვისის ციხესთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასპინძის მუნიციპალიტეტი

10 თებერვალი 2017
მუნიციპალიტეტი: ასპინძა
დონორი: WB

 ქვე-პროექტი „ხერთვისის ციხესთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა“, რომელიც განხორციელდება მესამე რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ, ითვალისწინებს ძველი კარიბჭის რესტავრაცია-რეკონსტრუქციას, ადმინისტრაციის ოფისის, კაფისა და ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრის მშენებლობას, წყალმომარაგების, ელ მომარაგებისა და საკანლიზაციო სისტემების მოწყობას, ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის დამონტაჟებას, საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობასა და ავტო-პარკინგის მოწყობას, ხერთვისის ციხესთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და ფეხით მოსიარულეთა ბილიკის რეაბილიტაციასა და ხერთვისი ციხესთან მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას.

 

ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი მიმოხილვის დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:

 

გმ-ხერთვისის ციხე