დოკუმენტები

1 ნოემბერი 2018
მუნიციპალიტეტი: წყალტუბო
დონორი: GOG

დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა - წყალტუბო

დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა
1 ნოემბერი 2018
მუნიციპალიტეტი: ზუგდიდი
დონორი: GOG

დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა - ზუგდიდი

დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა
24 აგვისტო 2018
მუნიციპალიტეტი: ასპინძა
დონორი: WB

ვანის ქვაბებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასპინძის მუნიციპალიტეტი

ქვე-პროექტი „ვანის ქვაბებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა“, რომელიც განხორციელდა მესამე რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ითვალისწინებდა არსებული ავტოსადგომის, საზოგადოებრივი ტუალეტის, სარეკრეაციო პლატფორმის, ვიზიტორთა ცენტრის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობასა და ძეგლზე უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებას.
27 ივლისი 2018
მუნიციპალიტეტი: ასპინძა
დონორი: WB

სოფელ მირაშხანთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ასპინძის მუნიციპალიტეტი

ქვე-პროექტი, რომელიც განხორციელდა მესამე რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ, ითვალისწინებდა სოფელ მირაშხანთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას. საპროექტო გზის სიგრძე არის 3600 მ და სიგანე 5 მ.
17 მაისი 2018
მუნიციპალიტეტი: თბილისი
დონორი: ADB

შესაბამისობის ანგარიში N2, მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა (SUTIP – 2879-GEO) 3063 თბილისი – რუსთავის ურბანული კვანძი. მონაკვეთი 2 ბ (კმ 5+300 -დან 5+400-მდე)

გარე მონიტორინგის სპეციალისტის მიერ მომზადებული დომკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მგფ-მა განახორციელა განსახლების პროცედურები ADB SPS (2009) -ის მოთხოვნებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თბილისი– რუსთავის ურბანული კვანძი მონაკვეთი 2ბ.
17 მაისი 2018
მუნიციპალიტეტი: თბილისი
დონორი: ADB

შესაბამისობის ანგარიში N1, მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა (SUTIP – 2879-GEO) 3063 თბილისი – რუსთავის ურბანული კვანძი. მონაკვეთი 2 ბ (კმ 5+400 -დან 6+800-მდე)

გარე მონიტორინგის სპეციალისტის მიერ მომზადებული დომკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მგფ-მა განახორციელა განსახლების პროცედურები ADB SPS (2009) -ის მოთხოვნებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თბილისი– რუსთავის ურბანული კვანძი მონაკვეთი 2ბ.
27 აპრილი 2018
მუნიციპალიტეტი: აჟარა
დონორი: ADB

ქ. ბათუმის ნაპირდაცვა და სანაპირო ზოლის გამაგრება

ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საწყისი ანგარიშის;
გენდერული თანასწორობის საკითხების;
მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის გეგმის
საჯარო განხილვა

4 მაისი, 15:00 სთ
(ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია)

2018 წლის 4 მაისს 15:00 სთ-ზე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში (მისამართი: ლუკა ასათიანის ქ. 25) „ქ. ბათუმის ნაპირდაცვა და სანაპირო ზოლის გამაგრება“ ქვე-პროექტის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ეგიდით, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა მოსახლეობასთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან განახლებული პროექტის დიზაინის ფარგლებში მოსალოდნელი გარემოსდაცვითი ზემოქმედებისა და შემარბილებელი ღონისძიებების, გენდერული თანასწორობის საკითხებსა და ტურისტული სეზონის განმავლობაში პროექტის მიმდინარეობისას მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შემუშავებული სპეციალური დოკუმენტაციის გაცნობა/ განხილვასთან დაკავშირები.
17 აპრილი 2018
მუნიციპალიტეტი: წყალტუბო
დონორი: SIDA

ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის პროექტი წყალტუბოს კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა და ოპერირება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში

ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის პროექტი დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ შვედეთის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (SIDA) საშუალებით. მსოფლიო ბანკი არის პროექტის ადმინისტრაციული ორგანიზაცია, ხოლო პროექტის განმახორციელებელია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. პროექტი მოიცავს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ორინაგებობის მშენებლობას. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში მომზადებულია წყალტუბოს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის (სიმძლავრით 6171 მ3/დღღ) მშენებლობისა და ოპერირების ქვე-პროექტისთვის.
4 აპრილი 2018
მუნიციპალიტეტი: თბილისი
დონორი: ADB

თბილისი – რუსთავის ურბანული სატრანსპორტო კვანძი – სექცია 2 ნაწილი A დამატება 1

აქართველოს მთავრობამ თბილისი–რუსთავის გზის რეკონსტრუქცია პრიორიტეტულ პროექტად გამოაცხადა. პროექტი ითვალისწინებს არსებული 17,1 კმ. სიგრძის, 2 ზოლიანი თბილისი–რუსთავის გზის მოდერნიზაციას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, „I კატეგორიის“ 4 ზოლიან ავტომაგისტრალად. თბილისი – რუსთავის ურბანული სატრანსპორტო კვანძი – სექცია 2 არის PK 4+000 to PK 5+300 and PK 6+800 to PK 10+755–მდე გზის მონაკვეთი.
6 მარტი 2018
მუნიციპალიტეტი: თელავი
დონორი: WB

ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის პროექტი ქ. თელავის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა და ოპერირება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში

ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის პროექტი დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ შვედეთის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (SIDA) საშუალებით. მსოფლიო ბანკი არის პროექტის ადმინისტრაციული ორგანიზაცია, ხოლო პროექტის განმახორციელებელია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. პროექტი მოიცავს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ორინაგებობის მშენებლობას. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში მომზადებულია თელავის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის (სიმძლავრით 14 400 მ3/დღღ) მშენებლობისა და ოპერირების ქვე-პროექტისთვის.