დოკუმენტები

29 ივლისი 2016

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. ომალოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა სასტუმრო “სამზეოსთვის“

ქვე- პროექტი წარმოადგენს საჯარო–კერძო ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროგრამის ნაწილს და შემუშავდა შპს „სამზეო“–ს მხარდასაჭერად შემუშავდა. ქვეპროექტი ითვალისწინებს სოფლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას, სასმელი და გამდინარე წყლების სისტემის მოწყობას სასტუმრო „სამზეო“–თვის.
8 ივლისი 2016

აუდიტორული დასკვნა

2016 წ. დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიების „Deloitte“, „Grant Thornton”, "KPMG" ის მიერ ჩატარდა ფონდის 2015 წლის საქმიანობის შემოწმება (პროექტებისა და ფონდის, როგორც ორგანიზაციის ჭრილში). აუდიტორული შემოწმების შედეგად, საქმიანობის ყველა მიმართულების მიხედვით, მიღებულია დადებითი შეფასება. წარმოგიდგენთ აუდიტორულ დასკვნებს ფონდისა (ორგანიზაციის) და შემდეგი პროექტების მიხედვით (იხილეთ ბმული):


21 ივნისი 2016

წყალტუბოსა და თელავის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაციისა და ოპერირების გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარი ანგარიშები

წყალტუბოსა და თელავის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაცია განხორციელდება ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის პროექტის (SWMP) ფარგლებში შვედეთის განვითარების სააგენტოს დახმარებით. მსოფლიო ბანკი მოქმედებს შვედეთის პროგრამული სატრასტო ფონდის მიერ უზრუნველყოფილი საგრანტო თანხის ადმინისტრატორის სახით.

8 ივნისი 2016

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დარიალის სამონასტრო კომპლექსთან ავტოსადგომის მოწყობა და სამონასტრო საცხოვრისთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

ქვე-პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია დარიალის სამონასტრო კომპლექსთან ავტოსადგომის მოწყობა, სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე და სამონასტრო საცხოვრისთან მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა, ტაძრისა და სამონასტრო საცხოვრისის მიმდებარე ტერიტორიაზე გრანიტის ქვაფენილის დაგება, მავთულბადის გაბიონის მოწყობა.
20 მაისი 2016

შესაბამისობის ანგარიში, მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა თბილისი – რუსთავის ურბანული კვანძი – მეორადი გზა მონაკვეთისათვის 3 . სექცია 3 (კმ 10.5-დან 17.1-მდე)

გარე მონიტორინგის სპეციალისტის მიერ მომზადებული დომკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სმგფ-მა განახორციელა განსახლების პროცედურები ADB SPS (2009) -ის მოთხოვნებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად 10.5 კმ –10.9კმ-სა და 12.3 კმ– 12.85კმ-ზე მეორადი გზისა მონაკვეთზე 3.
11 მაისი 2016

ქ. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეკონსტრუქცია - ფაზა 3

ქვე-პროექტი ითვალისწინებს ვანის არქეოლოგიური მუზეუმის შენობის რეკონსტრუქციას, კერძოდ, ძველი მუზეუმის ნაგებობის დემონტაჟს და ახალი, თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისი, ნაგებობის აშენებას. ქვე-პროექტის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია მინაშენის დასრულება მუზეუმის ახალი შენობის მშენებლობასთან ერთად.
22 აპრილი 2016

თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთის (მონაკვეთი 2) მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის განახლებული სამუშაო ვერსიის საჯარო განხილვა

„თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთის (მონაკვეთი 2) მშენებლობის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის განახლებული სამუშაო ვერსიის საჯარო განხილვა, გარდა 7 ივნისისა, ასევე გაიმართება ა.წ. 10 ივნისს, 13 სთ-ზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. N73).
22 აპრილი 2016

ბუნებრივ და სოციალურ გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობაზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასება რეგიონული განვითარების მეორე პროექტისთვის (RDP II)

რეგიონული განვითარების მეორე პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის განვითარების მიზანს წამოადგენს იმერეთის რეგიონის ტურიზმთან და კულტურული მემკვიდრეობის ცენტრებთან დაკავშირებული ეკონომიკის, ინფრასტრუქტურული მომსახურებისა და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაუმჯობესება.
15 აპრილი 2016

თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთის (მონაკვეთი 2) მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის განახლებული სამუშაო ვერსია

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკა“-ში (5.04.2016, N62) გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნული „თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მშენებლობის“ პროექტის (მე-2 მონაკვეთი) გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვა, ნაცვლად 25 მაისისა ჩატარდება 2016 წლის 7 ივნისს.
11 აპრილი 2016

ტრანსპორტის სფეროში, დედაქალაქში არსებული პრობლემების შესწავლის მიზნით, შინამეურნეობების კვლევა ჩატარდება

ტრანსპორტის სფეროში, დედაქალაქში არსებული პრობლემების შესწავლის მიზნით, 2016 წლის აპრილ-ივნისში მუნიციპალური განვითარების ფონდი, თბილისის მერიასთან შეთანხმებით, ატარებს შინამეურნეობების კვლევას.
კვლევა ხორციელდება მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის (სუტიპი) ფარგლებში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შერჩეული ერთობლივი საწარმოს „სისტრა“-სა (საფრანგეთი) და „გორბი“-ს (საქართველო) მონაწილეობით. კვლევის პროცესში, მოხდება 6,000 შინამეურნეობის გამოკითხვა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.