დოკუმენტები

9 სექტემბერი 2013

ჩამდინარე წყლების მდგრადი განკარგვის პროექტის გარემოსდაცვითი მართვის ჩარჩო დოკუმენტი (EMF)

წინამდებარე გარემოსდაცვითი მართვის ჩარჩო დოკუმენტი (EMF) წარმოადგენს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამოქმედო სახელმძღვანელოს განუყოფელ ნაწილს, რომელიც მომზადებულია ჩამდინარე წყლების მდგრადი განკარგვის პროექტის სახელმწიფო ნორმების და მსოფლიო ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისად განხორციელების მიზნებისათვის.
29 აგვისტო 2013

თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მეორე მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტის წინასწარი გარემოსდაცვითი ანგარიში

თბილისი-რუსთავის ურბანული გზის მოდერნიზაციის პროექტი (მონაკვეთი-2) წარმოადგენს მდგრადი ურბანული ტრანსპორტის ინვესტირების პროგრამის ნაწილს, რომელიც ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით.
25 აგვისტო 2013

თბილისი-რუსთავის განსახლების სამოქმედო გეგმა

მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა (LARP) მომზადდა თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის (მონაკვეთი 2) მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში.
13 აგვისტო 2013

თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მეორე მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტის წინასწარი გარემოსდაცვითი ანგარიშის საჯარო განხილვა

2013 წლის 17 აგვისტოს 14:00 საათზე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 150, მე-3 სართული) გაიმართება თბილისი-წითელი ხიდი (აზერბაიჯანის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის (მე-2 სექცია) მოდერნიზაციის პროექტის წინასწარი გარემოსდაცვითი შესწავლის ანგარიშის საჯარო განხილვა.
12 აგვისტო 2013

საქართველოს მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა,გარემოსდაცვითი მონიტორინგის ნახევარწლიანი ანგარიშები

საქართველოს მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა (ADB – ის სესხები 2655-GEO, 2879-GEO, 2880-GEO), მიზნად ისახავს ეფექტური, სანდო და ეკონომიური ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებას და მომსახურების გაუმჯობესებას.
23 მაისი 2013

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში

2013 წლის 24 მაისს 14 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. ქობულეთი, 6200, დავით აღმაშენებლის გამზირი N-141) გაიმართება ქ. ქობულეთის მუნიციპალური ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის და ოპერირების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა.