დოკუმენტები

5 მარტი 2015

კულტურული მემკვიდრეობის ზონის კეთილმოწყობა გელათის მონასტერთან

ქვე-პროექტი ითვალისწინებს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გელათის მონასტერთან. ქვე-პროექტის ფარგლებში მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება ვიზიტორთა ცენტრი, მოეწყობა ავტოსადგომი, სავაჭრო ჯიხურები, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.
ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების მეორე პროექტის (RDP 2) ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი მიმოხილვის დოკუმენტი განთავსებულია შემდეგ ბმულზე:
5 მარტი 2015

სოფელ ციხისძირის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია - ქვეპროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი (RMIDP II)

2015 წლის 12 მარტს 12:00 საათზე, სოფელ ციხისძირში, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის შენობაში გაიმართება სოფელ ციხისძირის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის ქვე-პროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
27 თებერვალი 2015

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფახულანის თემის ცენტრიდან საბერიოს საზღვრამდე არსებული გზის რეაბილიტაციის ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა

2015 წლის 5 მარტს 14:00 საათზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში (მისამართი: სალიას ქუჩა #5) გაიმართება ფახულანის თემის ცენტრიდან საბერიოს საზღვრამდე არსებული გზის რეაბილიტაციის ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
27 თებერვალი 2015

კულტურული მემკვიდრეობის ზონის კეთილმოწყობა გელათის მონასტერთან ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა

2015 წლის 4 მარტს 15:00 საათზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლის შენობაში გაიმართება ქვე-პროექტის „კულტურული მემკვიდრეობის ზონის კეთილმოწყობა გელათის მონასტერთან“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
27 თებერვალი 2015

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის ილიკო გაბლიანის სახელობის სპორტსკოლის რეკონსტრუქცია ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა

2015 წლის 6 მარტს, 12:00 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში (სეტის მოედანი #1) გაიმართება ქვე-პროექტის „მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის ილიკო გაბლიანის სახელობის სპორტსკოლის რეკონსტრუქცია“ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
26 თებერვალი 2015

სოფლების სალხინო-ლეცავე-ბალდის გზის (მარტვილის მუნიციპალიტეტი) რეაბილიტაციის ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა

2015 წლის 5 მარტს 11:00 საათზე, ქ. მარტვილში, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში (მისამართი: მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, #10) გაიმართება მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლების სალხინო-ლეცავე-ბალდის გზის რეაბილიტაციის ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
19 თებერვალი 2015

რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვისა და განსახლების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტები

რეგიონული განვითარების მესამე პროექტის მიზანია ინფრასტრუქტურული მომსახურებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების მხარდაჭერით ტურიზმის ეკონომიკის განვითარება სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში.
12 თებერვალი 2015

რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვისა და განსახლების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტების სამუშაო ვერსიების საჯარო განხილვა

რეგიონული განვითარების პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვისა და განსახლების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტების სამუშაო ვერსიების საჯარო განხილვა ჩატარდება:
- 2015 წლის 18 თებერვალს 12:00 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობაში (დუშეთი, რუსთაველის ქუჩა #27)
- 2015 წლის 18 თებერვალს 15:00 საათზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში (ახალციხე, შალვა ახალციხელის ქუჩა #27).
31 იანვარი 2015

სოფელ მუხროვანის გზების რეაბილიტაცია (გარდაბნის მუნიციპალიტეტი)

ქვე-პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში და ითვალისწინებს შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანში. სარეაბილიტაციო გზების საერთო სიგრძე შეადგენს 3, 283 მ-ს. ქვე პროექტი ითვალისწინებს გზის ზედაპირის რეაბილიტაციას ასფალტით და გზის კიუვეტებს და სადრენაჟე მილების გაწმენდას. ქვე-პროექტს ექნება დადებითი გრძელვადიანი ზეგავლენა, გააუმჯობესებს რა ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ და ტრანსპორტირების პირობებს, ზემოქმედების არსებული უარყოფითი ფაქტორების (მტვერი, ემისიები, ვიბრაცია და ხმაური) შემცირების გზით.
31 იანვარი 2015

სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია კასპში (კასპის მუნიციპალიტეტი)

ქვე-პროექტი რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი მიზნად ისახავს კასპის სპორტული კომპლექსის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაs ქ. კასპში, შიდა ქართლის რეგიონში. ქვე-პროექტი მოიცავს არსებული ძველი შენობების რეაბილიტაციას, კალათბურთის ახალი დარბაზის მშენებლობასა და ეზოს კეთილმოწყობას.