დოკუმენტები

10 დეკემბერი 2014

თბილისი – რუსთავის ურბანული სატრანსპორტო კვანძი სექცია 1. - მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა 1 (LARP 1) დამატება 1.

საქართველოს მთავრობამ თბილისი–რუსთავის გზის რეკონსტრუქცია პრიორიტეტულ პროექტად გამოაცხადა. პროექტი ითვალისწინებს არსებული 17,1 კმ. სიგრძის, 2 ზოლიანი თბილისი–რუსთავის გზის მოდერნიზაციას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, „I კატეგორიის“ ჩქაროსნულ 4 ზოლიან ავტომაგისტრალად, 120 კმ/სთ საერთო დაგეგმილი სიჩქარით. თბილისი – რუსთავის ურბანული სატრანსპორტო კვანძი – სექცია 1 არის PK 0 PK 4.0–მდე გზის მონაკვეთი.
30 ოქტომბერი 2014

თბილისი – რუსთავის ურბანული სატრანსპორტო კვანძი – სექცია 2 ნაწილი A

საქართველოს მთავრობამ თბილისი–რუსთავის გზის რეკონსტრუქცია პრიორიტეტულ პროექტად გამოაცხადა. პროექტი ითვალისწინებს არსებული 17,1 კმ. სიგრძის, 2 ზოლიანი თბილისი–რუსთავის გზის მოდერნიზაციას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, „I კატეგორიის“ ჩქაროსნულ 4 ზოლიან ავტომაგისტრალად, 120 კმ/სთ საერთო დაგეგმილი სიჩქარით. თბილისი – რუსთავის ურბანული სატრანსპორტო კვანძი – სექცია 2 ნაწილი A არის PK 4+000 PK 5+300–მდე და PK 6+800 PK 10+755–მდე გზის მონაკვეთი.
24 ოქტომბერი 2014

კულტურული მემკვიდრეობის ზონის კეთილმოწყობა უბისას მონასტერთან

ქვე-პროექტი ითვალისწინებს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას უბისას მონასტერთან. ქვე-პროექტი მოიცავს: ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობას, ავტოსადგომის მოწყობას, მისასვლელი გზის რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სისტემის მოწყობას.

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების მეორე პროექტის (RDP 2) ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი მიმოხილვა და გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა განთავსებულია შემდეგ ბმულზე:
20 ოქტომბერი 2014

კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობა უბისას მონასტერთან ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა

2014 წლის 23 ოქტომბერს 12:00 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისაში, საჯარო სკოლის შენობაში გაიმართება ქვე-პროექტის „კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობა უბისას მონასტერთან“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
16 ოქტომბერი 2014

ვარდისუბანში, თელავში შესასვლელი ობიექტის დასუფთავება და კეთილმოწყობა (თელავის მუნიციპალიტეტი)

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში და მიზნად ისახავს ქ. თელავის შესასვლელში, სოფელ ვარდისუბნის ტერიტორიაზე არსებული სამშენებლო ნარჩენების განთავსებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის დასუფთავებას და კეთილმოწყობას, კერძოდ, აზბესტ-შემცველი ნარჩენების გატანა და განთავსება თელავის ნაგავსაყრელზე შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით; ნარჩენების ამჟამინდელი განთავსების ტერიტორიის კეთილმოწყობა და ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიზაცია და მდ. მაწანწარას ნაპირგამაგრება. ქვე-პროექტს ახორციელებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი მართვის გეგმა განთავსებულია შემდეგ ბმულზე:

16 ოქტომბერი 2014

გზის რეაბილიტაცია სოფელ მირზაანში (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი)

ქვეპროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში და ითვალისწინებს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და ბეტონის კიუვეტების (110,5მ3) მოწყობას სოფელ მირზაანში. ქვე-პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საერთო სიგრძით 0,89 კმ გზის რეაბილიტაცია.
16 ოქტომბერი 2014

ქუჩების რეაბილიტაციის ქვე-პროექტი გურჯაანში

ქვე-პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და ბესიკის ქუჩების რეაბილიტაცია. ქვე-პროექტის ფარგლებში აღდგენილი იქნება 2,278 კმ სიგრძის გზის საფარი. ქვე-პროექტს ექნება დადებითი გრძელვადიანი ზეგავლენა, გააუმჯობესებს რა ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ და ტრანსპორტირების პირობებს.
14 ოქტომბერი 2014

ერეკლე II სასახლის (ბატონის ციხე, თელავი) რესტავრაციის ქვეპროექტი

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების პროექტის (RDP) ფარგლებში და მიზნად ისახავს ერეკლე II სასახლის (ბატონის ციხე) რესტავრაციას, კერძოდ, ნაგებობის დაზიანებული ნაწილების გამოცვლას და 1980–იან წლებში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების დროს მიღებული მრავალი არასწორი გადაწყვეტილების შედეგების გამოსწორებას. მათ შორის სახურავისა და აივნების, ხის საყრდენი კონსტრუქციების, სახურავის ფენილის, ხის აჟურული ვიტრაჟის, კარებისა და აგურის იატაკის შეცვლას. ქვე-პროექტს ახორციელებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
6 ოქტომბერი 2014

გურჯაანში ქუჩების რეაბილიტაციის ქვე-პროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი (RMIDP II)

ქუჩების რეაბილიტაცია გურჯაანში
ქვეპროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა
6 ოქტომბერი 2014

სოფელ მირზაანში (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) გზის რეაბილიტაციის ქვეპროექტის გარემოს დაცვის გეგმის საჯარო განხილვა.

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი (RMIDP II)

გზის რეაბილიტაცია სოფელ მირზაანში (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი)
ქვეპროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა