დოკუმენტები

10 აგვისტო 2015

მარნეულის #3 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია (მარნეულის მუნიციპალიტეტი) ქვე-პროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა

2015 წლის 17 აგვისტოს 12:00 საათზე, ქალაქ მარნეულში მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში (ქ. მარნეული, რუსთაველის ქუჩა #73, მე-2 სართული) გაიმართება მარნეულის #3 ბაგა-ბაღის რეაბილიტაციის ქვე-პროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
საზოგადოების წარმომადგენლებს გარემოს დაცვის მართვის გეგმის გაცნობა შეუძლიათ:
3 აგვისტო 2015

ქალაქ მარტვილის თამარ მეფის ქუჩისა და ქვაითის უბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილში თამარ მეფის ქუჩისა და ქვაითის უბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, მთლიანი სიგრძით 3 360 მეტრი.
21 ივლისი 2015

ქალაქ მარტვილში თამარ მეფის ქუჩისა და ქვაითის უბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა

2015 წლის 28 ივლისს 14:00 საათზე, ქ. მარტვილში, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში გაიმართება პროექტის „თამარ მეფის ქუჩისა და ქვაითის უბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის“ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
მისამართი: მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის დარბაზი, თავისუფლების ქ. N 10.
13 ივლისი 2015

თელავის საკანალიზაციო მთავარი მაგისტრალის რეაბილიტაცია

ქვე-პროექტი ითვალისწინებს არსებული ცენტრალური კოლექტორის რეაბილიტაციას ქალაქ თელავში. თელავის საკანალიზაციო სისტემა ფაქტიურად დანგრეულია და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს. სარეაბილიტაციო კოლექტორების საერთო სიგრძე შეადგენს 16,240 მეტრს.
29 ივნისი 2015

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი (RMIDP II)

ქ. თელავის საკანალიზაციო მთავარი მაგისტრალის რეაბილიტაცია

ქვეპროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა
23 ივნისი 2015

თბილისი – რუსთავის ურბანული სატრანსპორტო კვანძი – მესამე მონაკვეთის მეორადი გზის, მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა (LARP)

მეორადი გზის მშენებლობის მიზანია, მოსახლეობისათვის იყოს მოსახერხებელი და კომფორტული, ამჟამინდელი საგზაო სისტემა გახადოს მდგრადი იმ მონაკვეთებში, სადაც არსებული მეორადი გზა არ უკავშირდება თბილისი-რუსთავის გზატკეცილს. (პკ 10.5 პკ. 17.00)
23 ივნისი 2015

განცხადება ღია კარის დღესთან დაკავშირებით

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში სკოლა-სახელოსნოსთვის „ქვევრის სახლი“ სამშენებლო სამუშაოებს. პროექტი არის ექსპერიმენტული ხასიათის და მიზნად ისახავს ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდების აღდგენას და სოფ. იყალთოს ისტორიულ-კულტურული, ტურისტულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარებას. პროექტის სრულყოფის მიზნით აუცილებელია ქვევრის დასამზადებელი ტექნოლოგიური დანადგარებისა და მოწყობილობების მიწოდება და მონტაჟი.
20 ივნისი 2015

თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. შალაურში, ღვინის მარანთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, არის საზოგადოებრივი და კერძო სექტორის თანამშრომლობის საინვესტიციო პროგრამის ნაწილი და გამიზნულია შპს „შალაურის ღვინის მარნის“ განვითარების ხელშესაწყობად. კომპანიიის საქმიანობა მიზნად ისახავს ტურიზმისა და სასოფლო სამეურნეო სექტორის განვითარებას კახეთის რეგიონში. შპს „შალაურის ღვინის მარანი“ მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. შალაურში, ქ. თელავიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით.
ქვე-პროექტის მიზანია „შალაურის“ ღვინის მარანთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, რომლის საერთო სიგრძეა 900 მეტრი.

ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა განთავსებულია შემდეგ ბმულზე:
12 ივნისი 2015

ქ. თეთრიწყაროში შიდა გზებისა და საავტომობილო მილხიდების რეაბილიტაცია ქვეპროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი
(RMIDP II)

2015 წლის 19 მარტს 14:00 საათზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. თეთრიწყარო, თამარ მეფის ქუჩა #34) გაიმართება „ქ. თეთრიწყაროში შიდა გზებისა და საავტომობილო მილხიდების რეაბილიტაციის ქვე-პროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
5 ივნისი 2015

რეგიონული განვითარების პროექტი (RDP) თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. შალაურში, ღვინის მარანთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ქვეპროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის და გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა

2015 წლის 12 ივნისს 13:00 საათზე, სოფელ შალაურში თელავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება „თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. შალაურში, ღვინის მარანთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის“ ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის და გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა.