დოკუმენტები
19 აგვისტო 2016
სოფელ გერგეთში მისასვლელი საავტომობილო გზისა და გერგეთის სამებასთან მისასვლელი საფეხმავლო გზის რეაბილიტაცია
ქვე-პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც იწყება დაბა სტეფანწმინდაში მდინარე თერგზე არსებული საავტომობილო ხიდის მარცხენა სანაპიროდან და გადის სოფელ გერგეთში. ქვე-პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა გერგეთის სამებისაკენ მისასვლელი საფეხმავლო ბილიკი, სადაც ციცაბო ადგილებში მოეწყობა ბუნებრივი მასალის საფეხურები, ხის დასასვენებელი მერხები და განთავსდება მაჩვენებელი ნიშნები.
ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
29 ივლისი 2016
ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ ზემო ომალოში სანიაღვრე არხების მოწყობა
ქვე-პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სოფელ ომალოს ცენტრალურ ნაწილში სანიაღვრე სისტემის მოწყობა. ქვე-პროექტი განხორციელდება რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.
29 ივლისი 2016
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. ომალოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა სასტუმრო “სამზეოსთვის“
ქვე- პროექტი წარმოადგენს საჯარო–კერძო ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროგრამის ნაწილს და შემუშავდა შპს „სამზეო“–ს მხარდასაჭერად შემუშავდა. ქვეპროექტი ითვალისწინებს სოფლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას, სასმელი და გამდინარე წყლების სისტემის მოწყობას სასტუმრო „სამზეო“–თვის.
18 ივლისი 2016
მუნიციპალიტეტი: ყაზბეგი
დონორი: WB
დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსის რეაბილიტაცია
ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსში შემავალი სამი შენობის - ისტორიული მუზეუმის შენობის, ალ. ყაზბეგის სახლ-მუზეუმისა და ნიკოლოზ ყაზბეგის (ალ. ყაზბეგის ბიძა) სახლის რეაბილიტაციას, ასევე მუზეუმის ეზოს კეთილმოწყობას.
8 ივლისი 2016
აუდიტორული დასკვნა
2016 წ. დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიების „Deloitte“, „Grant Thornton”, "KPMG" ის მიერ ჩატარდა ფონდის 2015 წლის საქმიანობის შემოწმება (პროექტებისა და ფონდის, როგორც ორგანიზაციის ჭრილში). აუდიტორული შემოწმების შედეგად, საქმიანობის ყველა მიმართულების მიხედვით, მიღებულია დადებითი შეფასება. წარმოგიდგენთ აუდიტორულ დასკვნებს ფონდისა (ორგანიზაციის) და შემდეგი პროექტების მიხედვით (იხილეთ ბმული):
21 ივნისი 2016
წყალტუბოსა და თელავის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაციისა და ოპერირების გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარი ანგარიშები
წყალტუბოსა და თელავის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაცია განხორციელდება ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის პროექტის (SWMP) ფარგლებში შვედეთის განვითარების სააგენტოს დახმარებით. მსოფლიო ბანკი მოქმედებს შვედეთის პროგრამული სატრასტო ფონდის მიერ უზრუნველყოფილი საგრანტო თანხის ადმინისტრატორის სახით.
8 ივნისი 2016
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დარიალის სამონასტრო კომპლექსთან ავტოსადგომის მოწყობა და სამონასტრო საცხოვრისთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია
ქვე-პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია დარიალის სამონასტრო კომპლექსთან ავტოსადგომის მოწყობა, სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე და სამონასტრო საცხოვრისთან მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა, ტაძრისა და სამონასტრო საცხოვრისის მიმდებარე ტერიტორიაზე გრანიტის ქვაფენილის დაგება, მავთულბადის გაბიონის მოწყობა.
20 მაისი 2016
შესაბამისობის ანგარიში, მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა თბილისი – რუსთავის ურბანული კვანძი – მეორადი გზა მონაკვეთისათვის 3 . სექცია 3 (კმ 10.5-დან 17.1-მდე)
გარე მონიტორინგის სპეციალისტის მიერ მომზადებული დომკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სმგფ-მა განახორციელა განსახლების პროცედურები ADB SPS (2009) -ის მოთხოვნებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად 10.5 კმ –10.9კმ-სა და 12.3 კმ– 12.85კმ-ზე მეორადი გზისა მონაკვეთზე 3.
11 მაისი 2016
ქ. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეკონსტრუქცია - ფაზა 3
ქვე-პროექტი ითვალისწინებს ვანის არქეოლოგიური მუზეუმის შენობის რეკონსტრუქციას, კერძოდ, ძველი მუზეუმის ნაგებობის დემონტაჟს და ახალი, თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისი, ნაგებობის აშენებას. ქვე-პროექტის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია მინაშენის დასრულება მუზეუმის ახალი შენობის მშენებლობასთან ერთად.
22 აპრილი 2016
თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთის (მონაკვეთი 2) მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის განახლებული სამუშაო ვერსიის საჯარო განხილვა
„თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთის (მონაკვეთი 2) მშენებლობის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის განახლებული სამუშაო ვერსიის საჯარო განხილვა, გარდა 7 ივნისისა, ასევე გაიმართება ა.წ. 10 ივნისს, 13 სთ-ზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. N73).