დოკუმენტები
25 დეკემბერი 2016
ქვე-პროექტი - ოზურგეთის ტროტუარების რეაბილიტაცია
ქვე-პროექტი - „ოზურგეთის ტროტუარების რეაბილიტაცია“, ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (RMIDPS) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს ქალაქ ოზურგეთში აღმაშენებლის, კოსტავას, ნიკოლაძისა და გურიის ქუჩების ტროტუარების რეაბილიტაციას.
19 დეკემბერი 2016
ბაკურიანში ცენტრალური ბილიკის მოწყობა, ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ქვე-პროექტი „ბაკურიანში ცენტრალური ბილიკის მოწყობა“, რომელიც განხორციელდება მესამე რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ, ითვალისწინებს ახალი საფეხმავლო და ველოსიპედისთვის განკუთვნილი ბილიკის მოწყობას დაბა ბაკურიანში. აღნიშნული ბილიკი მიუყვება წრიულ სამანქანო გზას და მდებარეობს ბაკურიანის ცენტრში. ბილიკის საერთო სიგრძე არის 2750 მ, ხოლო სიგანე - 2,5 მ. ბილიკზე ზოგიერთ ადგილას განთავსდება დასასვენებელი სკამები და დეკორატიული ნაგვის ურნები და დამონტაჟდება ლამპიონები. ხოლო ბილიკის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია ველოსიპედის მოძრაობისთვის, შეიღებება აგურისფერი საღებავით.
2 დეკემბერი 2016
მუნიციპალიტეტი: გორი
დონორი: WB
ქვე-პროექტი: ქალაქ გორის 10 სათამაშო მოედნის რეაბილიტაცია
ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (RMDPS) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს ქალაქ გორში მდებარე ათი სათამაშო მოედნის რეაბილიტაციას.
2 დეკემბერი 2016
ქვე-პროექტი: ხაშურის N7 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია
ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (RMDPS) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. პროექტი ითვალისწინებს ქალაქ ხაშურის N7 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციასა და რეკონსტრუქციას.
1 დეკემბერი 2016
სამცხე–ჯავახეთისა და მცხეთა–მთიანეთის რეგიონული და ტურიზმის განვითარების სტრატეგიების სტრატეგიული გარემოსდაცვითი, სოციალური და კულტურული მემკვიდრეობის შეფასება (SECHSA)
სამცხე–ჯავახეთისა და მცხეთა–მთიანეთის რეგიონული და ტურიზმის განვითარების სტრატეგიების სტრატეგიული გარემოსდაცვითი, სოციალური და კულტურული მემკვიდრეობის შეფასება (SECHSA) განხორციელდა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული რეგიონული განვითარების პროექტის (RDP III) მომზადების ფარგლებში. აღნიშნული პროექტის ძირითადი მიზანია ინფრასტრუქტურული მომსახურებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობის გაუმჯობესება, სამცხე–ჯავახეთისა და მცხეთა–მთიანეთის რეგიონის ტურისტული ეკონომიკის განვითარების მიზნით.
22 ნოემბერი 2016
გარემოსდაცვითი მიმოხილვა - დუშეთში პარკის რეაბილიტაცია
ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს ქ. დუშეთის ცენტრალურ უბანში საზოგადოებრივი პარკისა და მის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას.
14 ნოემბერი 2016
ქვე-პროექტი: ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის სპორტული კომპლექსისა და გზის რეაბილიტაცია
ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (RMDPS) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს სოფელ მატანში არსებული სპორტული კომპლექსისა და გზის რეაბილიტაციას.
6 ოქტომბერი 2016
შესაბამისობის ანგარიში, მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა თბილისი – რუსთავის ურბანული კვანძი – მეორადი გზა მონაკვეთი 3 .
გარე მონიტორინგის სპეციალისტის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სმგფ-მა განახორციელა განსახლების პროცედურები ADB SPS (2009) -ის მოთხოვნებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. (თბილისი – რუსთავის ურბანული კვანძის – მეორადი გზა მონაკვეთი 3)
22 სექტემბერი 2016
გადაწყვეტილება კონტრაქტის მინიჭების შესახებ
პროექტის დასახელება: ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტი
განმახორციელებელი: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
ქვეყანა: საქართველო
ტენდერის/კონტრაქტის საიდენტიფიკაციო ნომერი: EIB/MIMP/W/NCB/17-2016
განმახორციელებელი: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
ქვეყანა: საქართველო
ტენდერის/კონტრაქტის საიდენტიფიკაციო ნომერი: EIB/MIMP/W/NCB/17-2016
23 აგვისტო 2016
„ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრებ”-ის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარი კვლევის (IEE) განახლებული დოკუმენტი
„ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრების“ პროექტის მთავარი მიზანია ბათუმის სანაპირო ზოლის ეროზიისაგან დაცვა. პროექტის განხორციელება დაგეგმილია აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარე მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვეტიციო პროგრამის ((SUTIP) მე-4 ტრანშის ფარგლებში.