დოკუმენტები

5 აგვისტო 2022
მუნიციპალიტეტი: თბილისი
დონორი: WB

საბაზისო და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მოწყობა თბილისის ეროვნულ პარკში

ქვე-პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში (RDP 3), რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. თბილისის ეროვნულ პარკში საბაზისო და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის ქვე-პროექტის მიზანია საბაზისო და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, თბილისის ეროვნული პარკის ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით.
12 ივლისი 2022
მუნიციპალიტეტი: წყალტუბო
დონორი: WB

მუნიციპალური გზების რამდენიმე მონაკვეთის რეაბილიტაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში

ქვე-პროექტი - “მუნიციპალური გზების რამდენიმე მონაკვეთის რეაბილიტაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში“, ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (SRMIDP-AF) დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური გზების რეაბილიტაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. კერძოდ, პროექტი ითვალისწინებს 10 (ათი) გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას წყალტუბოს რამდენიმე უბანში, ფარცხანაყანევის, მაღლაკის, და ზედა მესხეთის ჩათვლით. გზების საერთო სიგრძე დაახლოებით 31.3 კმ შეადგენს.

12 ივლისი 2022
მუნიციპალიტეტი: ზუგდიდი
დონორი: WB

რუხი-ახალაბასთუმნის გზის (მეუნარგიას, ჭავჭავაძის და შულუხიას ქუჩები) რეაბილიტაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

ქვე-პროექტი - „რუხი-ახალაბასთუმნის გზის (მეუნარგიას, ჭავჭავაძის და შულუხიას ქუჩები) რეაბილიტაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“ ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (SRMIDP-AF) დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვეპროექტით გათვალისწინებულია რუხი-ახალაბასთუმნის გზის რეაბილიტაცია, რაც მოიცავს მეუნარგიას, ჭავჭავაძის და შულუხიას ქუჩებს, საერთო სიგრძით: 3,827 მეტრი.
12 ივლისი 2022
მუნიციპალიტეტი: გარდაბანი
დონორი: WB

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის მესამე ეტაპის სამუშაოები

ქვე-პროექტი - “გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის მესამე ეტაპის სამუშაოები” ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (SRMIDP-AF) დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წყალმომარაგების სისტემის მოწყობას.
12 ივლისი 2022
მუნიციპალიტეტი: ბაღდათი
დონორი: WB

მუნიციპალური გზის რეაბილიტაცია ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. მეორე ობჩაში

ქვე-პროექტი - ,,მუნიციპალური გზის რეაბილიტაცია ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩაში“, ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (SRMIDP-AF) დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს მუნიციპალური გზის რეაბილიტაცია ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩაში.
10 მარტი 2022
დონორი: EBRD

საქართველოს საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის პროექტი

სსიპ “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება საქართველოს საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში არსებული საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას.
22 დეკემბერი 2021
მუნიციპალიტეტი: გურჯაანი
დონორი: ADB

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, გეგმავს გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციას, აზიის განვითარების ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისად, პროექტისთვის მომზადდა საწყისი გარემოსდაცვითი შეფასების დოკუმენტი, რომელიც ხელმისაწვდომია ქვემოთ წარმოდგენილ ბმულზე:
24 ნოემბერი 2021
მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი
დონორი: ADB

საბავშვო ბაღის მშენებლობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიაში

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, გეგმავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიაში, საბავშვო ბაღის მშენებლობას.

24 ნოემბერი 2021
მუნიციპალიტეტი: ლაგოდეხი
დონორი: ADB

საბავშვო ბაღის მშენებლობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, გეგმავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში, საბავშვო ბაღის მშენებლობას.
24 ნოემბერი 2021
მუნიციპალიტეტი: სიღნაღი
დონორი: ADB

საბავშვო ბაღის მშენებლობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, გეგმავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში, საბავშვო ბაღის მშენებლობას. აზიის განვითარების ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისად, პროექტისთვის მომზადდა საწყისი გარემოსდაცვითი შეფასების დოკუმენტი, რომელიც ხელმისაწვდომია ქვემოთ წარმოდგენილ ბმულზე: