თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. შალაურში, ღვინის მარანთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი

20 ივნისი 2015

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, არის საზოგადოებრივი და კერძო სექტორის თანამშრომლობის საინვესტიციო პროგრამის ნაწილი და გამიზნულია შპს „შალაურის ღვინის მარნის“ განვითარების ხელშესაწყობად. კომპანიიის საქმიანობა მიზნად ისახავს ტურიზმისა და სასოფლო სამეურნეო სექტორის განვითარებას  კახეთის რეგიონში. შპს „შალაურის ღვინის მარანი“ მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. შალაურში, ქ. თელავიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით. 

ქვე-პროექტის მიზანია „შალაურის“ ღვინის მარანთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, რომლის საერთო სიგრძეა 900 მეტრი.

 

ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა განთავსებულია შემდეგ ბმულზე:

 

გმგ-სოფ. შალაურში ღვინის მარანთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია