კახეთის რეგიონული განვითარების პროგრამა (RDP) - სოფელ დართლოს ურბანული რეგენერაცია - შემოკლებული განსახლების სამოქმედო გეგმა (RAP)

19 ივნისი 2012

საქართველოს მთავრობა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს კახეთის რეგიონული განვითარების პროგრამას (RDP). სოფელ დართლოს ურბანული რეგენერაციის ქვეპროექტი ფოკუსირებული იქნება ტურიზმის სექტორის მხარდაჭერაზე და კერძო სექტორის მიერ კახეთში ინვესტირების ხელშეწყობაზე.

დართლოს ადგილობრივი არქიტექტურა ზოგადად და ციხე-სიმაგრის ტიპის საცხოვრებელი სახლები კონკრეტულად, განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს თავისი უნიკალური და გამორჩეული არქიტექტურული ფორმებიდან გამომდინარე.

ქვეპროექტი გამიზნულია იმ რამდენიმე პრობლემის გადასაჭრელად, რამაც შესაძლოა უარყოფითი ზემოქმედება მოახდინოს დართლოს მიმზიდველობაზე ტურისტებისათვის და ხელი შეუშალოს მისი ტურისტული პოტენციალის რეალიზებას:

  • კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, სოფელში არის 73 ობიექტი, რომელთაგან 72  რესტრუქტურიზაციას, აღდგენას და/ან ადაპტაციას საჭიროებს.

 

  • ჩამომსვლელებისათვის მოეწყობა სპეციალური ტურისტული ზონა, მათ შორის კემპინგის ობიექტი სოფელ დართლოს სიახლოვეს, ქუჩის კაფე, საინფორმაციო დაფა, ნიშნები, ნარჩენების შეგროვების ინფრასტრუქტურა (სპეციალური ობიექტი ბუნკერებისათვის და ა.შ).

                

                                  დეტალები იხილეთ ბმულზე:      Village-Dartlo_Urban-Regeneratin_RAPGEO

 

                                                                                      FINAL Dartlo aRAP update  FOR DISCLOSURE