თბილისი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალის თბილისი-რუსთავის გზის III მონაკვეთის (თბილისი-ფონიჭალას) მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში

12 მაისი 2012

თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის ფონიჭალა-რუსთავის საპროექტო მონაკვეთი იწყება თბილისი-წითელი ხიდის გზის მე-14 კმ-ის ბოძიდან 56 მ-ით უკან ანუ კმ 13+944-ზე, რომელსაც შეესაბამება პკ 105+00 და მთავრდება რუსთავის შესასვლელიდან 400 მ-ში კმ 20+550 -ზე და შეესაბამება პკ 171+00. საპროექტო ღერძი გატარებულია არსებული გზის მარჯვენა გვერდულზე. საპროექტო მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 6. 6 კმ-ს. საპროქტო ტრასის ფონიჭალა-რუსთავის მონაკვეთი მთლიანად გადის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და საპროექტო გზის ტრასის მიმართულება ემთხვევა არსებული თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის მიმართულებას. ქვე-პროექტი ითვალისწინებს არსებული მარშრუტის მოდერნიზაციას 2 სავალი ზოლიდან 4 სავალ ზოლამდე.

 

პროექტი         არ        არის   დაკავშირებული        ახალი ტერიტორიების            ათვისებასთან და გარემოს    სენსიტიურ    უბნებზე          მშენებლობასთან.  აზიის განვითარების ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტის SPS 2009 მიხედვით  პროექტი კლასიფიცირებულია, როგორც B  კატეგორიის.

 

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქმიანობა დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნლეობის გზის მშენებლობასთან ან რეკონსტრუქციასთან საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების ნებართვას და გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადებას.

 

პროექტის დაგეგმვის ეტაპზე განხორციელდა სხავდასხვა გარემოსდაცვითი სამუშაოები. დარგობრივი ექსპერტების მიერ ჩატარდა როგორც კამერალური შესწავლები, ასევე, საველე სამუშაოები და გარემოს არსებული მდგომარეობის ადგილზე შეფასება. აუცილებელი გარემოსადაცვითი და სოციალური ინფორმაცია სრულად იქნა შეგროვებული. გარემოსდაცვითი სააგენტოს მიერ აღებულ და გაანალიზებულ იქნა ზედაპირული წყლის, ნიადაგის და ატმოსფერული ჰაერის სინჯები. საპროექტო ჯგუფმა შეისწავლა ხმაურის და ფონური რადიაციის დონე მარშრუტის გასწვრივ. ავტოტრანსპორტის ემისიის ზემოქმედება გაანალიზებული იქნა ლიცენზირებული პროგრამის - „ეკოლოგ- მაგისტრალ“-ის გამოყენებით.

 

შეფასდა         პროექტის       არეში      არსებული       სენსიტიური                       გარემოსდაცვითი      და სოციალური რეცეპტორები და ამ შესწავლის შედეგები გათვალისწინებულ იქნა დაპროექტებისა და შემარბილებელი ღონისძიებების დაგეგმვის ნაწილში. მიწის შესყიდვისა და განსახლების საკითხები დამუშავებულია ცალკე დოკუმენტის – განსახლების სამოქმედო გეგმის სახით. შემარბილებელი    ღონისძიებები ინტეგრირებულია გარემოსდაცვითი მართვისა და მონიტორინგის გეგმაში.

 

 მომზადდა სრულფასოვანი გზშ ანგარიში, სადაც  წარმოდგენილია გარემოსდაცვის მართვისა    და გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმა, განხილულია დეგეგმილი საქმიანობით გამოწვეული ზემოქმედდებები და დასახულია მათი შერბილების ღონისძიებები. 

 

 

GZsH-kartuli Section 3

 

გზშ -Section3_Phonichala - Rustavi_ vol 2-GEO