წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფახულანის თემის ცენტრიდან საბერიოს საზღვრამდე არსებული გზის რეაბილიტაციის ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა

27 თებერვალი 2015

 2015 წლის 5 მარტს 14:00 საათზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში (მისამართი: სალიას ქუჩა #5) გაიმართება ფახულანის თემის ცენტრიდან საბერიოს საზღვრამდე არსებული გზის რეაბილიტაციის ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტის განმახორციელებელია მუნიციპალური განვითარების ფონდი.

საზოგადოების წარმომადგენლებს  გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის გაცნობა შეუძლიათ:

                  ·         საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 206. საკონტაქტო პირი - ანა რუხაძე, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 48, ელ-ფოსტა arukhadze@mdf.org.ge

                  ·         წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში - წალენჯიხა, კ. სალიას ქ. # 5, საკონტაქტო პირი: გიორგი ლუკავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ტელ: 5 99 87 66 88, ელ-ფოსტა: lukavagiorgi@gmail.com

 

ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:  

 

         EMP-Pakhulani road - ge 

 

       EMP-Pakhulani road -eng