თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მეორე მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტის წინასწარი გარემოსდაცვითი ანგარიშის საჯარო განხილვა

13 აგვისტო 2013
2013 წლის 17 აგვისტოს 14:00 საათზე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 150, მე-3 სართული) გაიმართება თბილისი-წითელი ხიდი (აზერბაიჯანის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის (მე-2 სექცია) მოდერნიზაციის პროექტის წინასწარი გარემოსდაცვითი შესწავლის ანგარიშის  საჯარო განხილვა.

პროექტის  მიზანია თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მე-2 სექციის  (ფონიჭალის მონაკვეთი, სიგრძე 6,8 კმ) მოდერნიზაცია.

საზოგადოების წარმომადგენლებს  ანგარიშთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება ექნებათ შემდეგ მისამართებზე:

  • საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში – ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01;
  • შპს DOHWA engineering co-ს ოფისში, შევჩენკოს #5, ბინა 48, ტელ: 2 98 36 33.

წინასწარი გარემოსდაცვითი შესწავლის ანგარიშის ელექტრონული ვერსია გამოქვეყნდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ გვერდზე www.mdf.org.ge

პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ადმინისტრაცია

საინფორმაციო ბროშულა წინასწარი გარემოსდაცვითი შესწავლის ანგარიშიწინასწარი გარემოსდაცვითი შესწავლის ანგარიშის დანართი

საინფორმაციო ბროშურა