კახეთის რეგიონული განვითარების პროექტი

26 ივნისი 2014

 2014 წლის 01 ივლისს 12:00 საათზე, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. წიწკანაანთსერის სკოლის შენობაში გაიმართება კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ქვეპროექტის გარემოსდაცვითი მართვის გეგმის საჯარო განხილვა.

 

შპს „ყვარლის ბაგასთვის“  მისასვლელი გზის, წყალმომარაგების, გაზმომარაგების და ტელეკომუნიკაციის ქსელის მშენებლობა

პროექტის მიზანია:

- სოფ. წიწკანაანთსერის ტერიტორიაზე, ყვარელი-ლაგოდეხის ტრასიდან სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია ( სიგრძით 1,5 კმ, სიგანით 6,0მ) სახნავ-სათეს ნაკვეთებამდე, გზის ხრეშოვანი საფარით დაფარვას და გზის გასწვრივ არსებული გრუნტის კიუვეტების გაწმენდა;

-  საწარმოს გაზმომარაგებისთვის ყვარელი-ლაგოდეხის საავტომობილო გზის გასწვრივ გამავალი საშუალო წნების გაზსადენიდან განშტოების მოწყობა

-  სოფ. წიწკანაანთსერის და შპს „ყვარლის ბაგის“  სარწყავ-ტექნიკური წყლის მომარაგებისთვის სამი ახალი ჭაბურღილის მოწყობა;

- წარმოების კომპიუტერიზაციისთვის  მოეწყოს ინტერნეტის 1 მგბიტი/წმ სიმძლავრის განშტოება ყვარელი-ლაგოდეხის საავტომობილო გზის გასწვრივ გამავალი ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელიდან

                                    

   დაინტერესებულ პირებს გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება ექნებათ შემდეგ მისამართებზე:

 

·        საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - . თბილისი, . აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01;

·        ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფ: წიწკანაანთსერის სკოლის შენობა

 

 

EMP PPP Kvarlis Baga final-GEO- 08 05  2014

 

EMP PPP Kvarlis Baga final- 08.05. 2014

 

 

 

  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ადმინისტრაცია