განცხადებები

19 თებერვალი 2019
მუნიციპალიტეტი: წყალტუბო
დონორი: WB

საწურბლიას მღვიმემდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა

2019 წლის 26 თებერვალს 15:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში, საწურბლიას მღვიმეს ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება ქვე-პროექტის - „საწურბლიას მღვიმემდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია“, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
30 იანვარი 2019
მუნიციპალიტეტი: გურჯაანი
დონორი: WB

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ღვინის კომპანია შპს „კარდანახი 1888“-ის წყალმომარაგება

ქვე-პროექტი განხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროგრამის (RMIDP2) ფარგლებში. ქვე-პროექტი ითვალისწინებს შპს „კარდენახი1888“ წყალმომრაგების სისტემის მოწყობას.
28 დეკემბერი 2018
მუნიციპალიტეტი: ყვარელი
დონორი: WB

სს „მეგობრების მარანთან“ მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ყვარლის მუნიციპალიტეტი

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის - სახელმწიფო-კერძო საინვესტიციო პროგრამა (PPI) ფარგლებში დაგეგმილია ქვე-პროექტის სს „მეგობრების მარანთან“ მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
28 დეკემბერი 2018
მუნიციპალიტეტი: თელავი
დონორი: WB

შპს „ვილა იყალთო ჰორეკას“ საკუთრებაში არსებული სასტუმრო „სავანეთის“ გზის რეაბილიტაციის და გაზმომარაგების ქვე-პროექტი

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის - სახელმწიფო-კერძო საინვესტიციო პროგრამა (PPI) ფარგლებში დაგეგმილია შპს „ვილა იყალთო ჰორეკას“ საკუთრებაში არსებული სასტუმრო „სავანეთის“ გზის რეაბილიტაციის და გაზმომარაგების ქვე-პროექტის განხორციელება.
19 დეკემბერი 2018
მუნიციპალიტეტი: გურჯაანი
დონორი: GOG

გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის განაშენიანების რეგულირების გეგმის საჯარო განხილვა

2018 წლის 25 დეკემბერს, 13:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, გაიმართება სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის განაშენიანების რეგულირების გეგმის შუალედური ეტაპის საჯარო განხილვა.


16 ნოემბერი 2018
მუნიციპალიტეტი: თბილისი
დონორი: ADB

მარშალ გელოვანის გამზირის და მარჯვენა სანაპიროს გზაჯვარედინის (SUTIP 2) დეტალური პროექტის საწყისი გარემოსდაცვითი კვლევის დოკუმენტი

მდგრადი ურბანული სატრანსპორტო ქსელის განვითარება საქართველოს ურბანული ტერიტორიების განვითარების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს, რამაც შესაძლოა გააძლიეროს თბილისის, როგორც მნიშვნელოვანი ბიზნეს ცენტრის ფუნქცია, სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
12 ნოემბერი 2018
მუნიციპალიტეტი: ბაღდათი
დონორი: WB

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, შპს “ვარციხის მარანის” საკუთრებაში არსებული ობიექტისთვის, გაზის მიწოდება და მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროგრამის (SRMIDP) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს, შპს ვარციხის მარნისთვის გაზის მიწოდებას და ობიექტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას. ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე, ასევე შემდეგ მისამართებზე:
6 ნოემბერი 2018
მუნიციპალიტეტი: თბილისი
დონორი: ADB

ქ. თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირისა და მარჯვენა სანაპიროს გზაჯვარედინის მოწყობის პროექტის ფარგლებში გარემოსდაცვითი, სოციალური და განსახლების საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტების საჯარო განხილვა

ა. წ. 14 ნოემბერს (ოთხშაბათი), 13:00 სთ-ზე, ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ, თბილისი, მიცკევიჩის ქ. N29) გაიმართება “ქ. თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირისა და მარჯვენა სანაპიროს გზაჯვარედინის მოწყობის” პროექტის ფარგლებში გარემოსდაცვითი, სოციალური და განსახლების საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტების საჯარო განხილვა.
9 აგვისტო 2018
მუნიციპალიტეტი: თბილისი
დონორი: ADB

განცხადება

2018 წლის 16 აგვისტოს დღის 9 საათსა და 30 წუთზე ფონიჭალის დასახლებაში 12 ვგ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას მოსახლეობასთან, სადაც განიხილება ინდუსტრიულ ზონაში დაგეგმილი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები.
11 ივნისი 2018
მუნიციპალიტეტი: ხაშური
დონორი: WB

ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა ქვე-პროექტისათვის სტადიონის რეაბილიტაცია ხაშურში

2018 წლის 12 ივნისს 12:00 საათზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში (მისამართი: ქ. ხაშური, ტაბიძის ქუჩა N2) გაიმართება ქვე-პროექტის - ხაშურის სტადიონის რეაბილიტაცია“, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.