განცხადებები

23 ოქტომბერი 2015
მუნიციპალიტეტი: ვანი
დონორი: WB

ვანის არქეოლოგიური ძეგლების დამცავი გადახურვა და ვანის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიის აღდგენა ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა

2015 წლის 29 ოქტომბერს 12:00 საათზე, ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში (მისამართი: ქ. ვანი, თავისუფლების 65) გაიმართება ქვე-პროექტის „ვანის არქეოლოგიური ძეგლების დამცავი გადახურვა და ვანის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიის აღდგენა“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული განვითარების მეორე პროექტის (RDP II) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
ქვე-პროექტი ითვალისწინებს ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიის ინფრასტრუქტურის აღდგენას. კერძოდ, ქვე-პროექტის ფარგლებში განხორციელდება საკონსერვაციო გადახურვის მოწყობა გათხრების შედეგად აღმოჩენილი ხუთი ძეგლისათვის და ვანის არქეოლოგიური მუზეუმის და არქეოლოგიური უბნის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია. ტერიტორიაზე აგრეთვე, მოეწყობა საინფორმაციო სტენდები, მოსასვენებელი სკამები და განთავსდება სანაგვე ურნები.
ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე (იხ. ბმული ქვემოთ), ასევე შემდეგ მისამართებზე:
5 ოქტომბერი 2015
მუნიციპალიტეტი: ახალციხე
დონორი: WB

გზის რეაბილიტაცია სოფელ ღრელიდან საფარას მონასტრამდე (ახალციხის მუნიციპალიტეტი) ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა

2015 წლის 8 ოქტომბერს 14:00 საათზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში (მისამართი: ქ. ახალციხე, შალვა ახალციხელის ქუჩა #2) გაიმართება ქვე-პროექტის „გზის რეაბილიტაცია სოფელ ღრელიდან საფარას მონასტრამდე“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
22 სექტემბერი 2015
დონორი: WB

ქუთაისში ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციის ქვე-პროექტი-ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი (RMIDP II)

ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა
2015 წლის 2 ოქტომბერს 11:00 საათზე, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში (ქ. ქუთაისი, რუსთაველის ქ. N3), გაიმართება „ქუთაისში ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციის“ ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის დოკუმენტისა და გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
22 სექტემბერი 2015
მუნიციპალიტეტი: ზესტაფონი
დონორი: WB

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფელ მეორე სვირისა და სვირის სადგურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის ქვე-პროექტი - ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი (RMIDP II)

2015 წლის 1 ოქტომბერს 16:00 საათზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის (სადგური) საჯარო სკოლის შენობაში, გაიმართება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფელ მეორე სვირისა და სვირის სადგურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის“ ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის დოკუმენტისა და გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
21 სექტემბერი 2015
მუნიციპალიტეტი: თელავი
დონორი: WB

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა (ძველი შუამთა, ახალი შუამთა, იყალთო) და იყალთოს ეკლესიის საკონსერვაციო სამუშაოები - ფაზა 2

რეგიონული განვითარების მეორე პროექტი (RDP )
ქვე-პროექტების გარემოს დაცვითი მიმოხილვის დოკუმენტის და გარემოს დაცვის მართვის გეგმების საჯარო განხილვა
2015 წლის 30 სექტემბერს 13.00 საათზე, ქალაქ თელავში ,მერიის საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: ქ. თელავი, ერეკლე II-ს ქ. #16) გაიმართება ქვე-პროექტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა (ძველი შუამთა, ახალი შუამთა, იყალთო) და იყალთოს ეკლესიის საკონსერვაციო სამუშაოები - ფაზა 2-ის გარემოს დაცვითი მიმოხილვის დოკუმენტისა და გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა.

21 სექტემბერი 2015
მუნიციპალიტეტი: ჭიათურა
დონორი: WB

ქვე-პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ზონის კეთილმოწყობა კაცხის მონასტერთან

რეგიონული განვითარების მეორე პროექტი (RDP II)
ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების სკრინინგისა და გარემოზე ზემოქმედების მიმოხილვის დოკუმენტებისა საჯარო განხილვა
2015 წლის 1 ოქტომბერს 13:00 საათზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლის შენობაში, გაიმართება ქვე-პროექტის „კულტურული მემკვიდრეობის ზონის კეთილმოწყობა კაცხის მონასტერთან“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების სკრინინგისა და გარემოზე ზემოქმედების მიმოხილვის დოკუმენტებისა და მასზე თანდართული გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.