ხაშურის #2 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია

11 იანვარი 2023
მუნიციპალიტეტი: ხაშური
დონორი: WB

 გაცნობებთ, რომ 2023 წლის 27 იანვარს, 14:00 საათზე, გაიმართება ქვე-პროექტის “ხაშურის #2 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია” გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიშისა და გარემოსდაცვითი მართვის გეგმის  საჯარო განხილვა. შეხვედრა ჩატარდება ხაშურის მუნიციპალიტეტის #2 საჯარო სკოლის შენობაში.

ქვე-პროექტი “ხაშურის #2 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია” ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ,  ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი (საქართველო I2Q) პროექტის ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ.

ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიში და გარემოსდაცვითი მართვის გეგმა  ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე - www.mdf.org.ge, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 და ასევე პროექტის ინოვაცია, ინკლუზიურობა  და ხარისხის ვებ-გვერდზე - www.iiq.gov.ge (განათლების მიმართულებით), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობაში - ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის N52, სამინისტროს ცხელი ხაზი: (995 32) 2 200 220.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ:

 

 

საკონტაქტო პირები:

ნუცა გუმბერიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდი  

მობ.: 598 88 20 19

ელ-ფოსტა: feedback@mdf.org.ge

 

 

 

მარინე ჟვანია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მობ: 577 27 88 41

ელ-ფოსტა: marina.zhvania@iiq.gov.ge 

 

ESMP - Khashuri N 2 Public School-GEO