თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზა, მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა SUTIP 3. საკონსულტაციო შეხვედრა ფონიჭალის დასახლების მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მაცხოვრებლებთან მოწყვლად და მხედველობადაქვეითებულ პირებთან (Due Diligence Report)-ით დაგეგმილი, განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

30 აგვისტო 2021
მუნიციპალიტეტი: თბილისი
დონორი: ADB

  გაცნობებთ, რომ  2021 წლის 3 სექტემბერს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ფონიჭალის დასახლების მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მაცხოვრებლებისათვის, მათ შორის მოწყვლად და მხედველობადაქვეითებული პირებისათვის. დამსწრე საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია სპეციალური ანგარიშის (Due Diligence Report)-ით დაგეგმილი, განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.  შეხვედრები შედგება14:00 საათზე,  15:00 საათზე, 16:30 საათზე და 19:30 სთ-ზე. ქვეყანაში არსებული პანდემიის სიტუაციიდან გამომდინარე შეხვედრა ჩატარდება ონლაინ საშუალებით. ვისაც გსურთ ონლაინ კონსულტაციაში მონაწილეობის მიღება გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სპეციალისტს ირაკლი ჯაფარიძეს (ტელ:593165577). ასევე იმ პირების მიმართ, რომლებსაც არ აქვს ონლაინ საშუალებებზე წვდომა შეუძლიათ ინფორმაცია მიიღონ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით.

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისი - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი  #150, ტელ: 2 43 70 01 / 202.