გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით, გეგმავს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციას.
ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისად პროექტისთვის მომზადდა თავდაპირველი გარემოსდაცვითი შეფასება (IEE) და მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა (LARP). ქვეყანაში არსებული პანდემიით (COVID 19) გამოწვეული რისკების შესამცირებლად და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგულაციების გათალისწინებით აღნიშნული გარემოსდაცვითი და სოციალური დოკუმენტაციების საჯარო განხილვა დაინტერესებულ მხარეებთან განხორციელდება მონაწილეებისათვის ხელმისაწვდომი დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებებით. შეხვედრის ძირითადი მიზანი იქნება დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაციის მიწოდება პროექტთან დაკავშირებული დაგეგმილი ღონისძიებების, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე მოსალოდნელი უარყოფითი/დადებითი ზეგავლენისა და მათი პრევენციის გზებისა და საშუალებების შესახებ.
დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კომუნიკაციის სპეციალისტს:
ირაკლი ჯაფარიძე |
კომუნიკაციის სპეციალისტი |
საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონი: 593 16 55 77 ელ.ფოსტა: ijaparidze@mdf.org.ge |