თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზა, მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა SUTIP 3

23 მაისი 2019
მუნიციპალიტეტი: თბილისი
დონორი: ADB

 საინფორმაციო შეხვედრა ფონიჭალის დასახლებაში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მაცხოვრებლებთან

 
2019 წლის 4 ივნისს, ქ. თბილისში დავით აღმაშენებლის გამზ.N150 - ში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის შენობაში (ოთახი 316) გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ფონიჭალის დასახლებაში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების თავმჯდომარეებთან და კორპუსის სხვა წარმომადგენლებთან. დამსწრე საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია სპეციალური ანგარიშის (Due Diligence Report)-ის შესახებ და თბილსი-რუსთავის საავტომობილო გზასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე. შეხვედრები გაიმართება შემდეგი თანმიმდევრობით:  11:00 საათზე მე-8 კორპუსი და მე-14 კორპუსი,  11.30 საათზე  ვ კორპუსი; 12:00 საათზე 16 ა/ბ კორპუსი; 12:30 საათზე 12ა კორპუსი; 13:00 საათზე 28ა კორპუსი; 13.30 საათზე 12 კორპუსი და 12 ვგ კორპუსი;  14.00 საათზე  10 კორპუსი.
კითხვების შემთხვევაში  გთხოვთ დაუკავშირდეთ მგფ-ს გარემოს დაცვისა და განსახლების სამსახურს ტელ. (+995 32) 2437001/02/03/04 (205)