ინკლუზიურობის, ინოვაციის და ხარისხის პროექტი საქართველოში

22 თებერვალი 2019

 საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება ინკლუზიურობის, ინოვაციის და ხარისხის პროექტი საქართველოში, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით სკოლამდელი დაწესებულებების და სკოლების მშენებლობას ან/და რეაბილიტაციას. პროექტი ხუთ ძირითად სტრატეგიულ მიზანს განსაზღვრავს: (i) სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა ყველასთვის და ბავშვების მომზადება სკოლისთვის; (ii) ხარისხიანი ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მომავალი სამსახურისთვის მოსწავლეების მოსამზადებლად და ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მათი საგანმანათლებლო კომპეტენციების გაზრდა; (iii) პროფესიულ განათლებაში სტუდენტების მონაწილეობის გაზრდა, მათი კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება პროფესიული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევებით მათი უზრუნველყოფის საშუალებით, ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის მიზნით; (iv) უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაცია და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ცალკეული პირების უფრო აქტიური განვითარებისა და მათი დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით; (v) მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის მოდერნიზაცია და ინტერნაციონალიზაცია ახალი ცოდნის გენერირებისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

 

განსახლების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტის სამუშაო ვერსია და ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტის სამუშაო ვერსია მომზადდა საქართველოს მუნიციპალური განვთარების ფონდისა და საქარელოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული ინკლუზიურობის, ინოვაციისა და ხარისხის პროექტის განხორციელების მიზნით.

 

განსახლების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტის სამუშაო ვერსია და ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტის სამუშაო ვერსია ხელმისაწვდომია:

 

-  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, დ. აღმაშენებლის #150, ტელ: 243 70 01/313 

 

ESMF_IQ Project_GEO

 

RPF - Georgia IQ_Project GEO