გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერების გადახურვის, ცოკოლის და სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაცია

8 თებერვალი 2018
მუნიციპალიტეტი: ქუთაისი
დონორი: WB

წარმოდგენილი ქვე-პროექტი არის მეორე ფაზა პროექტისა - გელათის მონასტრის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები, რომელიც ხორციელდებოდა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით რეგიონული განვითარების მეორე პროგრამის ფარგლებში.

გელათის სამონასტრო კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. წინამდებარე პროექტის მიზანია გელათის ღვთისმშობლის ტაძრის სრული რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ქმედებების განხორციელება, კერძოდ: ტაძრის ეკვდერების კარნიზების რეაბილიტაცია; ეკვდერების მოჭიქული კრამიტით გადახურვა; გამოვლენილი ისტორიული ლორფინის აღდგენა; აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ ცოკოლის რეაბილიტაცია.

ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ ზემოქმედებათა მართვის გეგმა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

 

Gelati church (phase 2)_geo_FINAL