29 ნოემბერი 2019
ექვსი ქალაქისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტრო 175 ერთეულ ავტობუსს შეიძენს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 175 ერთეული ავტობუსის შესყიდვას გეგმავს.
29 ნოემბერი 2019
სოფელ ატენში სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატენში, სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი საპირფარეშოებისა და ავტოსადგომის მშენებლობას. ასევე დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების მოწყობა.
25 ნოემბერი 2019
კასპში საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქ. კასპში სააკაძის ქუჩაზე არსებული საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია დაასრულა. სპორტსკოლის რეაბილიტირებული შენობა ორსართულიანია. შენობის საერთო ფართი დაახლოებით 230 მ2-ია. პროექტი ითვალისწინებდა პარკინგის, გამწვანების ზოლის მოწყობას და საპროექტო ტერიტორიის სრულად შემოღობვას.
1 ნოემბერი 2019
ზედაზნის მონასტერთან გამართული ტურისტული ინფრასტრუქტურა დაგხვდებათ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მცხეთის მუნიციპალიტეტში ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტი ითვალისწინებდა, როგორც გზის რეაბილიტაციას, ასევე ავტოსადგომისა და ეკლესიამდე მისასვლელი ბილიკის მოწყობას.
31 ოქტომბერი 2019
ფოთში სტადიონის მოსაწყობად და მოედნის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ ფოთში უეფას მესამე კატეგორიის სტადიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნის მოსაწყობად და სათადარიგო ხელოვნურსაფარიანი მოედნის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.