• კობი-გუდაურის ახალი საბაგირო გზა გაიხსნა
  • წყნეთი - ბეთანიის გზა გაიხსნა
  • კაცხის სვეტთან ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება
  • თბილისი-რუსთავის გზაზე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
  • თელავში განახლებული ბატონის მუზეუმი გაიხსნა
  • ახალი მეტროსადგური ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი“ გაიხსნა
  • ბატონის ციხის მუზეუმის მშენებლობა სრულდება
  • მარტვილის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო აკადემია გაიხსნა
24 აპრილი 2019

წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზა არ დაზიანებულა და გადაადგილება უსაფრთხოა

მიუხედავად მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებული განცხადებისა, გუშინ კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი ახალ გზა რამდენიმე თვეში სარემონტო გახდა. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ამ გზაზე გადაადგილება აბსოლუტურად უსაფრთხოა.
წყნეთი-ბეთანიის გზის დასათვალიერებლად მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, მშენებელი კომპანია და პროექტის განხორციელებაში ჩართული გერმანელი სპეციალისტი ადგილზე იმყოფებოდნენ და მედიის წარმომადგენლებს წყნეთი-ბეთანიის გზის მონაკვეთზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
22 აპრილი 2019

წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი ახალი გზა არ დაზიანებულა და გადაადგილება უსაფრთხოა

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ ახალ გზას დამატებითი გამაგრება სჭირდება, სიმართლეს არ შეესაბამება. გავრცელებულო ინფორმაციაში მოხსენიებულია თბილისი წყნეთის საავტომობილო გზის საყრდენი კედელი, რომელიც არ არის წყნეთი-ბეთანიის გზის ნაწილი.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის დაახლოებით 4 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია გასული წლის ზაფხულში დაასრულა და მას შემდეგ ამ გზაზე გადაადგილება აბსოლუტურად უსაფრთხოა.
21 აპრილი 2019

წყალტუბოს პარკში შადრევნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ წყალტუბოში, წყალტუბოს პარკში შადრევნის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან გრიგოლ იოსელიანთან ერთად დაათვალიერა.
20 აპრილი 2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 300 ბავშვზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019-2020 წლებში 150-მდე სკოლის მშენებლობას და რეაბილიტაციას განახორციელებს. ამ ეტაპზე, ფონდს უკვე გამოცხადებული აქვს 40-ზე მეტი სკოლის მშენებლობა-პროექტირებაზე და ათეულობით სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი. მათ შორის არის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის 300 ბავშვიანი საჯარო სკოლა, სადაც მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან ჯონდო მდივნიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
15 აპრილი 2019

,,მზიურის“ პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ,,მზიურის“ პარკის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის და პარკის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა სკეიდბორდის, საბავშვო გასართობი და მცირე ზომის საფეხბურთო მოედნები, საველოსიპედე ბილიკები, ფანჩატურები, დასასვენებელი ადგილები.