• კობი-გუდაურის ახალი საბაგირო გზა გაიხსნა
  • წყნეთი - ბეთანიის გზა გაიხსნა
  • კაცხის სვეტთან ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება
  • თელავში განახლებული ბატონის მუზეუმი გაიხსნა
  • ახალი მეტროსადგური ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი“ გაიხსნა
  • ბატონის ციხის მუზეუმის მშენებლობა სრულდება
  • მარტვილის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო აკადემია გაიხსნა
10 ივლისი 2019

,,ევროპის საინვესტიციო ბანკის“ წარმომადგნელებმა ფოთის სპორტკომპლექსის მშენებლობა დაათვალიერეს

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაციასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შენგელიასთან და სამეგრელო - ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად ფოთში სპორტკომპლექსის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს.
10 ივლისი 2019

ქობულეთის 2 კილომეტრამდე სანაპირო ზოლის აღდგენა დასრულდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შენგელიასთან და ცენტრალური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქობულეთის ახლადაღდგენილი სანაპირო ზოლი დაათვალიერა.
4 ივლისი 2019

საქართველო - იტალიის ბიზნეს ფორუმი

საქართველო-იტალიის ბიზნეს-ფორუმი საქართველოში იტალიის საელჩოს, იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ITA-ICE), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.
25 ივნისი 2019

დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით გეგმავს დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსში შემავალი სამი შენობის - ისტორიული მუზეუმის შენობის, ალ. ყაზბეგის სახლ-მუზეუმისა და ნიკოლოზ ყაზბეგის (ალ. ყაზბეგის ბიძა) სახლის რეაბილიტაციას, ასევე მუზეუმის ეზოს კეთილმოწყობას.
18 ივნისი 2019

მუნიციპალური განვითარების ფონდს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის 70 მილიონი ევრო გადაეცა

დღეს მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ ხელი მოაწერეს სასესხო და საპროექტო ხელშეკრულებას 90 მილიონი ევროს ოდენობით „ინოვაციების, ინკლუზიური განათლების და ხარისხის“ პროექტის განსახორციელებლად.