სიახლეები
13 თებერვალი 2014
EBRD საქართველოში 14 მილონი ევროს ღირებულების სამუშაოებს დააფინანსებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი სოლომონია და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი EBRD-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ EBRD-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა მგფ-შიც გაიმართა, რომელსაც ფონდის დირექტორთან ერთად მისი მოდგილე თეიმურაზ მურღულიაც ესწრებოდა.
5 თებერვალი 2014
მუნიციპალური განვითარების ფონდს კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ეწვია
დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და მისმა მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ტასოს მიცოპულოსისთან გამართეს შეხვედა. შეხვედრაზე საუბარი 2014 წელს საქართველოში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეეხო. თავის მხრივ კი, კვიპროსელმა სტუმრებმა ფონდის ხელმძღვანელობას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მხარეებმა, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის შესახებ გამოხატეს სურვილი და თანამშრომლობის დეტალებსა და ფორმებზე შეთანხმდნენ.
3 თებერვალი 2014
შეხვედრა კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან
დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრმა, დავით ნარმანიამ კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ტასოს მიცოპულოსისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი და მისი მოადგილე თეიმურაზ მურღულია ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საუბარი 2014 წელს საქართველოში დაგეგმილ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეეხო. თავის მხრივ კი, კვიპროსელმა სტუმრებმა კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მინისტრები, ასევე, შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის დეტალებსა და ფორმებზე.
1 თებერვალი 2014
დავით ნარმანია და თორნიკე თორაძე იმერეთის გუბერნატორსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. დავით ნარმანია და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძე იმერეთში იმყოფებოდნენ, სადაც იმერეთის გუბერნატორს, ზაზა მეფარიშვილსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
29 იანვარი 2014
დავით ნარმანია და ელგუჯა ხოკრიშვილი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილული იქნა მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის (SUTIP) ფარგლებში დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის საკითხები.
27 იანვარი 2014
შეხვედრა არასამთავრობო სექტორისა და რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან
საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
10 იანვარი 2014
რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ ასზე მეტი პროექტი განიხილა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა 2014 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი 100-ზე მეტი პროექტი განიხილეს. პროექტები თავად მუნიციპალიტეტებმა შეიმუშავეს და მათი პრიორიტეტულობაც თავადვე განსაზღვრეს. კომისიამ მიღებული განაცხადების უმეტეს ნაწილს დადებითი რეკომენდაცია გაუწია, რამდენიმე პროექტი კი დამატებით შესწავლას საჭიროებს. განხილული პროექტების საერთო ღირებულება 36 მილიონ ლარამდეა, საიდანაც სამუშაოებისთვის 35,5 მილიონი ლარია, ხოლო 500 ათასი ლარი პროექტირების თანხაა.
9 იანვარი 2014
არხოტსა და შქმერში ახალი გზები გაივლის
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2014 წელს ორი ახალი გზის მშენებლობას იწყებს. არხოტში მუნიციპალური განვითარების ფონდი 25-კილომეტრიანი გზას გაჭრის. გზა პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს ერთმანეთს დააკავშირებს. სამუშაოები 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ამ დრომდე იქ მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობს და ადგილობრივებს, რომლებმაც მხარე უგზოობისა და პირობების არქონის გამო დატოვეს, საკუთარ სახლში მისვლა, პრაქტიკულად, არ შეუძლიათ. საავტომობილო გზის გაჭრის შემდეგ მშობლიურ მხარეში დაბრუნების მზაობა უკვე 32 ოჯახმა გამოთქვა.
9 იანვარი 2014
იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 15 ახალი კორპუსი აშენდება
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერას 2014 წელსაც გააგრძელებს და ამისათვის 50 მილიონ ლარს დახარჯავს.
6 იანვარი 2014
უწყებათაშორისმა კომისიამ მიუსაფართა თავშესაფარში მცხოვრები ადამიანებისთვის პირობების გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღეს მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათშორისო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თეიმურაზ მურღულია ესწრებოდა.