სიახლეები

9 სექტემბერი 2014

წყალტუბოში სარეაბილიტაციო სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი, ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძე და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში - მდგრადი განვითარების სექტორის ლიდერი აჰმედ აივეიდა, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მორიგი მონიტორინგის მიზნით, წყალტუბოში ჩავიდნენ.
8 სექტემბერი 2014

ADB-ის მისიის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა

დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი, აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
4 სექტემბერი 2014

სოფელ დართლოში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

დართლოში დაწყებული სამუშაოების დასათვალიერებლად დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე-თორნიკე თორაძე, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ჰენრი კერალი, სამხრეთ კავკასიის მდგრადი განვითარების სექტორის ლიდერი აჰმედ აივეიდა და კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი იმყოფებოდნენ. სარეაბილიტაციო სამუშაოების მონახულების შემდეგ, დავით შავლიაშვილი, გიორგი ამაშუკელი და თორნიკე თორაძე, ადგილობრივ მოსახლეობას და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
3 სექტემბერი 2014

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესი სრული დატვირთვით მიმდინარეობს

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესი დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა - გიორგი ამაშუკელმა დაათვალიერა. მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ფონდის დირექტორს დეტალური ინფორმაცია ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედ“-ის და საზედამხედველო კომპანია „დოჰვას“ წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
2 სექტემბერი 2014

სალთვისი-ტირიფონის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის შედეგად სარგებელს 18 ათასი ოჯახი მიიღებს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა-დავით შავლიაშვილმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ამაშუკელმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორმა სტეფან ჰაიკინმა, საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა ვაჟა კირტავამ, შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტში სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემების რეაბილიტირებული მაგისტრალური არხი გახსნეს.
1 სექტემბერი 2014

ქალაქ წნორის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

ქალაქ წნორში, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება: ახალი ცენტრალური წყალსადენის სისტემა ქალაქის მაცხოვრებლებს, 24 საათის განმავლობაში მაღალი ხარისხის წყლით უზრუნველყოფს.
პროექტს, საქართვლოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
27 აგვისტო 2014

მსოფლიო ბანკთან აქტიური თანამშრომლობა გრძელდება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორს სამხრეთ კავკასიაში, აჰმედ აივეიდას შეხვდა.
20 აგვისტო 2014

ინფრასტრუქტურის მინისტრი და მგფ-ის დირექტორი ამერიკის ელჩს შეხვდნენ

დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, პირველ მოადგილესთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი ამაშუკელთან, ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, რიჩარდ ნორლანდს და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორს, სტეფან ჰაიკინს, შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
18 აგვისტო 2014

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა საქართველოს -30 მილიონიან ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა

მიმდინარე წლის 18 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა „რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის“დასაფინანსებლად დღეს 30 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. ხელშეკრულებას ხელი ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი თანხის მეშვეობით სწორედ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
15 აგვისტო 2014

ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, მისმა პირველმა მოადგილემ და ამავდროულად მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ამაშუკელმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახი კანდელაკმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილეებმა ილია დარჩიაშვილმა და თორნიკე თორაძემ, ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები გახსნეს. მცხეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, სოფელ წიწამურში, ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გახსნას არქიტექტორი თეიმურაზ ბოჭორიშვილი დაესწრო.