სიახლეები

28 ივლისი 2017

დაბა სტეფანწმინდაში ახალი სპორტული კომპლექსი შენდება

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და მისი საერთო ღირებულება 1,500 000 ლარზე მეტია.
20 ივლისი 2017

უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, იმერეთის რეგიონში, უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
18 ივლისი 2017

აგვისტოდან ოზურგეთის მოსახლეობას განახლებული ფოლკლორის ცენტრი ექნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციას ახორციელებს.
13 ივლისი 2017

ქობულეთში საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობა ექსპლუატაციაში შევიდა

ქობულეთში საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობა ექსპლუატაციაში შევიდა. ობიექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა ლევან სუხიტაშვილმა დაათვალიერა.
6 ივლისი 2017

გაგი ბუაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გაგი ბუაძე, სამსახურის უფროსებთან ერთად, ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა დეტალურად განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომლებსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს.

2 ივლისი 2017

ხაშურს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი ექნება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქ. ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე #7 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ დაათვალიერა.
29 ივნისი 2017

კონფერენცია ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივებზე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გაგი ბუაძე, საქართველოში FIDIC-ის ბიზნეს დღეების ფარგლებში გამართულ პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
28 ივნისი 2017

გორის მოსახლეობას მალე ათი ახალი მინი მოედანი ექნება

რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ გორში ათი მინი მოედნის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ ადგილზე დაათვალიერა.
21 ივნისი 2017

თბილისში ახალი მეტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა

თბილისში ახალი 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობდა და ამჟამად 20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული გვირაბების სრული რეაბილიტაცია პრაქტიკულად დასრულებულია. მიმდინარეობს სანდრო ეულის ქუჩასა და ვაჟა-ფშაველას გამზირზე ამოსასვლელების მოპირკეთება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პარალელურად, დამონტაჟებული სისტემების გამართვასა და ტესტირებაზე მუშაობს.
დაკონსერვებული გვირაბების სრული რეაბილიტაციის შედეგად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი უსაფრთხო სადგური აშენდა. სამუშაოებს, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული, ესპანური კომპანია „COBRA ASSIGNIA“ (კობრა ასიგნია) აწარმოებს. მეტროსადგურის დიზაინი ასევე ეკუთვნის ესპანურ კომპანიას.





13 ივნისი 2017

დუშეთში ადგილობრივები და ტურისტები კეთილმოწყობილ პარკში დაისვენებენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ დუშეთში ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილემ, ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულეს.