სიახლეები

23 ოქტომბერი 2018

შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში, შვაბების ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები იწყებს. პროექტი ითვალისწინებს XIX საუკუნეში, ასურეთში მცხოვრები გერმანელების მიერ აგებული ეკლესიის, სამი საცხოვრებელი სახლისა და სასაფლაოს აღდგენას პირვანდელი სახით.
15 ოქტომბერი 2018

ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს როგორც გზის რეაბილიტაციას, ასევე ავტოსადგომისა და ეკლესიამდე მისასვლელი ბილიკის მოწყობას.
13 ოქტომბერი 2018

აბასთუმანში 20 ოჯახის დროებით განსახლება განხორციელდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აბასთუმანში მე-19, მე-20 საუკუნეებში აშენებული სახლების, ასტროფიზიკური ობსერვატორიის და მიმდებარე საბაგირო გზის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი მოიცავს დაბა აბასთუმნის ისტორიულ ნაწილში განთავსებული 18 სახლის რეაბილიტაციას, რომელზე ჩასატარებელი სამუშაოები განსხვავდება სირთულითა და მასშტაბით.
3 ოქტომბერი 2018

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, პალურის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3.5 მილიონ ლარს სცდება.
20 სექტემბერი 2018

ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრი გაიხსნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ფოლკლორის ცენტრის მშენებლობა დაასრულა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 1.6 მილიონ ლარს აჭარბებს.
19 სექტემბერი 2018

წალენჯიხა-ნაკიფუ-ლეწურწუმე-ჩხოროწყუს გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, წალენჯიხა-ნაკიფუ-ლეწურწუმე-ჩხოროწყუს გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარს სცდება.
17 სექტემბერი 2018

სოფელ მუხრანში საბავშვო ბაღი გაიხსნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, საბავშვო ბაღის მშენებლობა დაასრულა. დასრულებული სამუშაო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულ-გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ დაათვალიერეს.
15 სექტემბერი 2018

მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის თეატრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, დაბა მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 4.7 მილიონი ლარია. სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო.
7 სექტემბერი 2018

გელათის მონასტრის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გელათის მონასტრის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს ახორციელებს.
5 სექტემბერი 2018

კაცხის სვეტთან ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კაცხის სვეტთან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.