სიახლეები

27 ნოემბერი 2018

სოფელ მატანში საერთაშორისო სტანდარტების სპორტ-კომპლექსი გაიხსნა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ, საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა რეგიონალურ საკითხებში, სოზარ სუბარმა და კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა სოფელ მატანში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი გახსნეს. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელა და მისი ღირებულება 1.5 მილიონი ლარია.
27 ნოემბერი 2018

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ ატოცში ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ფონდი გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტისპირა 17 სოფლის ჭაბურღილის, საქლორატოროების და სადაწნეო მილსადენის პროექტს ახორციელებს.
23 ნოემბერი 2018

მცხეთის გენგეგმის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მცხეთის გენგეგმის შემუშავებისათვის კონკურსი უკვე გამოაცხადა.
23 ნოემბერი 2018

ქუთაისში ისტორიული უბნისა და დავით კაკაბაძის გალერეის რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებს. მათ შორისაა ქუთაისის ისტორიული უბნის (რიონის სანაპიროს მონაკვეთის) რეაბილიტაცია და დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.
22 ნოემბერი 2018

ქობულეთში მდინარე აჭყვას კალაპოტის რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქობულეთში, მდინარე აჭყვას კალაპოტის რეაბილიტაციას იწყებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და მუნიციპალურ განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ ადგილობრივ მოსახლეობას პროექტის დეტალები გააცნეს.
21 ნოემბერი 2018

კონფლიქტისპირა სოფლებში წყალმომარაგების I ეტაპის სამუშაოები დასრულდა და მეორე იწყება

გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტისპირა სოფლების ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები სრულდება. სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება დაახლოებით 6 მილიონი ლარია.
20 ნოემბერი 2018

თელავში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებელობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) გრანტით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 12.4 მილიონი ლარია.
16 ნოემბერი 2018

გურჯაანის ცხოველთა თავშესაფრის პროექტირებაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კომპანიონ ცხოველთა თავშესაფრების მოწყობას იწყებს. კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში თავშესაფრების მშენებლობაზე ტენდერები წლის ბოლომდე გამოაცხადდება, სხვა რეგიონებში კი - მომავალ წელს. 2019 წელს თავშესაფრის აშენება ყველა რეგიონში იგეგმება.
15 ნოემბერი 2018

საქართველოს რეგიონებში ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობა იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კომპანიონ ცხოველთა თავშესაფრების მოწყობას იწყებს. კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში თავშესაფრების მშენებლობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდი ტენდერებს წლის ბოლომდე გამოაცხადებს, სხვა რეგიონებში კი - მომავალ წელს. 2019 წელს თავშესაფრის აშენება ყველა რეგიონში იგეგმება.
13 ნოემბერი 2018

სტეფანწმინდაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა ნოემბერში სრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სტეფანწმინდაში სპორტული კომპლექსის მშენებლობას მიმდინარე წლის ნოემბერში ასრულებს.