სიახლეები

15 მარტი 2019

დაგეგმილი პროექტების შესახებ ღია კარის დღე გაიმართება

მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში, გორში, დაბა სტეფანწმინდაში, თელავის ისტორიულ ნაწილში, სოფელ ველისციხეში და დაბა მესტიის ლაღამის უბანში საზოგადოებრივ-სარეკრეაციო სივრცეების, ტურისტული ობიექტებისა და მათი ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმების გასაცნობად, 18 მარტს, 12 საათზე სასტუმრო ,,რუმსში“ ღია კარის დღეს მართავს. შეხვედრაზე აღნიშნული პროექტებით დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, დაგეგმილი პროექტირება-მშენებლობების პირობებს გაეცნონ.
4 მარტი 2019

მუნიციპალური განვითარების ფონდმა 25 სკოლის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 29 სკოლიდან 25 სკოლაზე უკვე გამოაცხადა პროექტირებისა და მშენებლობის ტენდერი. სკოლების მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.
1 მარტი 2019

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გამართა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გამართა. შეხვედრაზე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია ზუგდიდში, წყალტუბოსა და ქუთაისში დევნილთა საცხოვრებელი სახლების 6 ახალი კორპუსის დაგეგმილი მშენებლობების პირობების შესახებ.
28 თებერვალი 2019

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაგეგმილი 29 სკოლის მშენებლობიდან 18-ზე ტენდერი უკვე გამოაცხადა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 60 მოსწავლეზე გათვლილი შვიდი სკოლის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
28 თებერვალი 2019

ქობულეთში ნაპირდაცვის სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქობულეთში, ნაპირდაცვისა და ბულვარის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 6 მილიონი ლარია.
19 თებერვალი 2019

სოფელ კაბალის და სოფელ ქვემო ქვალონის საჯარო სკოლების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს 29 სკოლის მშენებლობას იწყებს. 29 სკოლიდან 11 სკოლაზე პროექტირება-მშენებლობის ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
16 თებერვალი 2019

ზესტაფონსა და წყალტუბოში ახალი სკოლების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კიდევ ორი სკოლის პროექტირება-მშენებლობაზე გამოაცხადა ტენდერი.
ტენდერი გამოცხადდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში საჯარო სკოლების მშენებლობაზე.
13 თებერვალი 2019

ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა ლუქსემბურგში სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, ლუქსემბურგში, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12 თებერვალი 2019

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ იმერეთში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში ახალი სკოლების მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კიდევ ოთხი სკოლის პროექტირება-მშენებლობაზე გამოაცხადა ტენდერი.
11 თებერვალი 2019

ინფექციური საავადმყოფოს პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა.