სიახლეები

17 მაისი 2019

ნაფეტვრებიდან-ქვემო წყლულეთამდე და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთის მუნიციპალიტეტში ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთამდე მისასვლელი გზის და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
14 მაისი 2019

მუნიციპალური განვითარების ფონდი „გადმოსახედების“ მშენებლობას სტუდენტების ჩართულობით განახორციელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით გადმოსახედი მოედნების მშენებლობას იწყებს.
პროექტის მიხედვით, გადმოსახედები მოეწყობა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სათანადოდ შერჩეულ ადგილებში - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ანდა გზების მიმდებარე, ტურისტულად მიმზიდველ ისეთ ადგილებში, საიდანაც იშლება შორეული ხედები.
13 მაისი 2019

ზუგდიდში ბიბლიოთეკის პროექტირებაზე ბაზრის კვლევა გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრისა და საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პროექტირების საფასურის დასადგენად ბაზრის კვლევა გამოაცხადა.
13 მაისი 2019

გუდაურში, კობსა და ბაკურიანში ავტოსადგომების პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გუდაურში, კობსა და ბაკურიანში ავტოსადგომების პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
10 მაისი 2019

ქალაქ მცხეთის გენერალურ გეგმაზე მუშაობა გრძელდება

ამხანაგობა „აქოლისი“ ქალაქ მცხეთის გენგეგმაზე მუშაობას განაგრძობს. ამხანაგობამ, რომელიც მულტიდისციპლინარული ჯგუფია და დარგობრივი სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებულ 8 საპროექტო კომპანიას აერთიანებს, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.
10 მაისი 2019

საჩხერეში კონფლიქტისპირა 5 სოფლის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერის მუნიციპალიტეტში, კონფლიქტისპირა სოფლებში წყალმომარაგების ქსელის მოწყობას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 11.5 მილიონი ლარია.
8 მაისი 2019

მცხეთაში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დასრულდა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთაში დევნილთათვის 2 კორპუსის მშენებლობა დაასრულა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 5.5 მილიონი ლარია. პროექტის დასრულების შემდეგ 120 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები ახალ კორპუსებში გადაეცემა.
6 მაისი 2019

მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანისთვის 35 ერთეულ სპეციალურ ტექნიკას შეიძენს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ბაკურიანისთვის 35 ერთეული ტექნიკის შეძენას გეგმავს. დაგეგმილია თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი ნარჩენების მართვის, საცობების პრევენცია/განეიტრალებისთვის და ვიზიტორების ტრანსპორტირებისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა. პროექტის ჯამური ღირებულება 15 მილიონი ლარია.
3 მაისი 2019

ანაკლიაში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 50-ზე მეტი ბაღის მშენებლობას იწყებს.
3 მაისი 2019

ქუთაისში პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიხსნა

ქუთაისში პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი, „ოქროს საწმისის ძიებაში“ გაიხსნა. სესიის დაწყებამდე სტუმრებმა, პავილიონებში წარმოდგენილი ადგილობრივი პროდუქციია დაათვალიერეს. სესია ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გახსნა.