სიახლეები
4 ოქტომბერი 2019
გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გურჯაანში ინოვაციების ცენტრის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია.
3 ოქტომბერი 2019
გურჯაანში სკვერის და დასასვენებელი პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანში სკვერის და დასასვენებელი პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 3.5 მილიონი ლარია.
27 სექტემბერი 2019
თელავში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) გრანტით და მსოფლიო ბანკის დახმარებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 12.4 მილიონი ლარია.
26 სექტემბერი 2019
ფარავნის ტბასთან და წმინდა ნინოს მონასტერთან ინფრასტრუქტურა ეწყობა
მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბასთან და წმინდა ნინოს მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს იწყებს. პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია.
24 სექტემბერი 2019
ბაკურიანის შემოვლითი გზა გაიხსნა
დაბა ბაკურიანში 3 კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვთარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის ღირებულებამ 6.3 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
20 სექტემბერი 2019
სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსში შემავალი სამი შენობის - ისტორიული მუზეუმის შენობის, ალ. ყაზბეგის სახლ-მუზეუმისა და ნიკოლოზ ყაზბეგის (ალ. ყაზბეგის ბიძა) სახლის რეაბილიტაციას იწყებს.
20 სექტემბერი 2019
ქალაქ ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობაზე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა
რაჭაში ონის მუზეუმის მშენებლობაზე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩაატარა. ონის მუზეუმის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 5.5 მილიონი ლარია.
19 სექტემბერი 2019
ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის უეფას მე-3 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის დასასრულებლად და სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად გამარჯვებული კომპანია გამოავლინა.
12 სექტემბერი 2019
გორის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გორის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
12 სექტემბერი 2019
გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია იწყება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის პარკის რეაბილიტაციაზე გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 3.5 მილიონი ლარია.