სიახლეები
12 მარტი 2020
მარნეულში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება
ქალაქ მარნეულში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.
2 მარტი 2020
გურჯაანში პარკის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გურჯაანში სკვერის და დასასვენებელი პარკის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 3.5 მილიონი ლარია.
28 თებერვალი 2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გურჯაანში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.
27 თებერვალი 2020
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ღია კარის დღე გამართა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლების, ბაღების და სპორტკომპლექსების მშენებლობა/რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გამართა. შეხვედრაზე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია დაგეგმილი მშენებლობების პირობების შესახებ.
21 თებერვალი 2020
ზესტაფონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში ბაღების მშენებლობა დაიწყო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ქვედა საზანოში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფ.ვერტყვიჭალაში და სოფ.საღანძილეში საბავშვო ბაღების მშენებლობა დაიწყო.
7 თებერვალი 2020
გელათის მონასტერთან მისასვლელი გზისა და საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გელათის მონასტერთან მისასვლელი გზისა და საყრდენი კედლის მშენებლოაბს ახორციელებს. პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 1.6 მილიონი ლარია.
3 თებერვალი 2020
ფოთში სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 14.5 მილიონი ლარია.
1 თებერვალი 2020
ზუგდიდში 960 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი კორპუსები მშენებლობა მიმდინარეობს
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 8 საცხოვრებელი ბინის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება კი 60 მილიონ ლარზე მეტია.
28 იანვარი 2020
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, მთავრობისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.
22 იანვარი 2020
წყალტუბოში მუდმივი საცხოვრებლით 560 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 8 საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ახორციელებს.