დასრულებული ტენდერები
გამოქვეყნებულია: 7 ივლისი 2013 / დასრულებული: 7 ივლისი 2013
გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, ეკონომიკური შესაძლებლობები და მხარდაჭერა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის
საქართველოს მთავრობამ მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) გრანტი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური შესაძლებლობების და მხარდაჭერის დასაფინანსებლად და აღნიშნული გრანტის ნაწილის გამოყენებას აპირებს 8 ყოფილი საავადმყოფოს შენობის და 27 კოლექტიური ცენტრის რეაბილიტაციისთვის, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მიზნით. ქვემოთ წარმოდგენილია 7 შესაბამისი ლოტი
გამოქვეყნებულია: 17 მაისი 2013 / დასრულებული: 1 ივლისი 2013
მოწვევა ტენდერზე – ხელახალი ტენდერი (თბილისი-რუსთავი)
მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერს თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობამ აზიის განვითარების ბანკისგან მიიღო სესხი მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის მე-2 ტრანშისთვის. აღნიშნული სესხით „თბილისი- წითელი ხიდის“ საავტომობილო გზის- თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდეტრნიზაცია მოხდება. ტრასის სირთული გათვალისწინებით საპროექტო ღონისძიებები სამ განსხვავებულ მონაკვეთად არის დაყოფილი. აღნიშნული ტენდერი პირველ და მესამე მონაკვეთზე გამოცხადდა.