სიახლეები

16 ნოემბერი 2021

სამცხე ჯავახეთის რეგიონში პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია

პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტები სამცხე-ჯავახეთში დაწყებულია ბორჯომის, ადიგენის, ახალციხის, ახალქალაქისა, ასპინძის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში.
12 ნოემბერი 2021

სამცხე-ჯავახეთში სამი ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ადიგენის მუნიციპალიტეტში კიდევ 3 ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაასრულა.
3 ნოემბერი 2021

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირკენდში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირკენდში 450 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას აშენებს. სკოლის მშენებლობის პროცესს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე გაეცნო.
3 ნოემბერი 2021

მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველ მოადგილედ გიორგი ციბაძე დაინიშნა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველ მოადგილედ გიორგი ციბაძე დაინიშნა.
26 ოქტომბერი 2021

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისთვის, უპრეცედენტოდ მასშტაბური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი დასრულდა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისთვის, უპრეცედენტოდ მასშტაბური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი დაასრულა. ახალაშენებულ კორპუსებში ბინა იძულებით გადაადგილებულ 600 ოჯახს გადაეცემა.

18 ოქტომბერი 2021

სოფელ ძველ ანაგაში ბავშვები სრულად განახლებულ სკოლაში წავიდნენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას. ფონდმა სოფელ ძველ ანაგაში 200 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დაასრულა.
6 ოქტომბერი 2021

კახეთში ბავშვები სწავლას განახლებულ სკოლებში გააგრძელებენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას.
ფონდმა სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სკოლების სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა.
29 სექტემბერი 2021

გურჯაანს ოქტომბრიდან განახლებული ცენტრალური პარკი ექნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გურჯაანში ცენტრალური სკვერისა და დასასვენებელი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს.
21 სექტემბერი 2021

სიღნაღის მუნიციპალიტეტში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ქიზიყის ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2.6 მილიონ ლარს სცდება.
21 სექტემბერი 2021

მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორად დავით ტაბიძე დაინიშნა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დავით ტაბიძე დაინიშნა.
დავით ტაბიძეს გააჩნია საჯარო და კერძო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში მას სხვადასხვა დროს ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები.