დოკუმენტები

6 ოქტომბერი 2016

შესაბამისობის ანგარიში, მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა თბილისი – რუსთავის ურბანული კვანძი – მეორადი გზა მონაკვეთი 3 .

გარე მონიტორინგის სპეციალისტის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სმგფ-მა განახორციელა განსახლების პროცედურები ADB SPS (2009) -ის მოთხოვნებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. (თბილისი – რუსთავის ურბანული კვანძის – მეორადი გზა მონაკვეთი 3)
22 სექტემბერი 2016

გადაწყვეტილება კონტრაქტის მინიჭების შესახებ

პროექტის დასახელება: ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტი
განმახორციელებელი: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
ქვეყანა: საქართველო
ტენდერის/კონტრაქტის საიდენტიფიკაციო ნომერი: EIB/MIMP/W/NCB/17-2016
23 აგვისტო 2016

„ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრებ”-ის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარი კვლევის (IEE) განახლებული დოკუმენტი

„ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრების“ პროექტის მთავარი მიზანია ბათუმის სანაპირო ზოლის ეროზიისაგან დაცვა. პროექტის განხორციელება დაგეგმილია აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარე მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვეტიციო პროგრამის ((SUTIP) მე-4 ტრანშის ფარგლებში.


29 ივლისი 2016

ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ ზემო ომალოში სანიაღვრე არხების მოწყობა

ქვე-პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სოფელ ომალოს ცენტრალურ ნაწილში სანიაღვრე სისტემის მოწყობა. ქვე-პროექტი განხორციელდება რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.
29 ივლისი 2016

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. ომალოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა სასტუმრო “სამზეოსთვის“

ქვე- პროექტი წარმოადგენს საჯარო–კერძო ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროგრამის ნაწილს და შემუშავდა შპს „სამზეო“–ს მხარდასაჭერად შემუშავდა. ქვეპროექტი ითვალისწინებს სოფლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას, სასმელი და გამდინარე წყლების სისტემის მოწყობას სასტუმრო „სამზეო“–თვის.
8 ივლისი 2016

აუდიტორული დასკვნა

2016 წ. დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიების „Deloitte“, „Grant Thornton”, "KPMG" ის მიერ ჩატარდა ფონდის 2015 წლის საქმიანობის შემოწმება (პროექტებისა და ფონდის, როგორც ორგანიზაციის ჭრილში). აუდიტორული შემოწმების შედეგად, საქმიანობის ყველა მიმართულების მიხედვით, მიღებულია დადებითი შეფასება. წარმოგიდგენთ აუდიტორულ დასკვნებს ფონდისა (ორგანიზაციის) და შემდეგი პროექტების მიხედვით (იხილეთ ბმული):


21 ივნისი 2016

წყალტუბოსა და თელავის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაციისა და ოპერირების გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარი ანგარიშები

წყალტუბოსა და თელავის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაცია განხორციელდება ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის პროექტის (SWMP) ფარგლებში შვედეთის განვითარების სააგენტოს დახმარებით. მსოფლიო ბანკი მოქმედებს შვედეთის პროგრამული სატრასტო ფონდის მიერ უზრუნველყოფილი საგრანტო თანხის ადმინისტრატორის სახით.

20 მაისი 2016

შესაბამისობის ანგარიში, მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა თბილისი – რუსთავის ურბანული კვანძი – მეორადი გზა მონაკვეთისათვის 3 . სექცია 3 (კმ 10.5-დან 17.1-მდე)

გარე მონიტორინგის სპეციალისტის მიერ მომზადებული დომკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სმგფ-მა განახორციელა განსახლების პროცედურები ADB SPS (2009) -ის მოთხოვნებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად 10.5 კმ –10.9კმ-სა და 12.3 კმ– 12.85კმ-ზე მეორადი გზისა მონაკვეთზე 3.
22 აპრილი 2016

თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთის (მონაკვეთი 2) მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის განახლებული სამუშაო ვერსიის საჯარო განხილვა

„თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთის (მონაკვეთი 2) მშენებლობის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის განახლებული სამუშაო ვერსიის საჯარო განხილვა, გარდა 7 ივნისისა, ასევე გაიმართება ა.წ. 10 ივნისს, 13 სთ-ზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. N73).
22 აპრილი 2016

ბუნებრივ და სოციალურ გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობაზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასება რეგიონული განვითარების მეორე პროექტისთვის (RDP II)

რეგიონული განვითარების მეორე პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის განვითარების მიზანს წამოადგენს იმერეთის რეგიონის ტურიზმთან და კულტურული მემკვიდრეობის ცენტრებთან დაკავშირებული ეკონომიკის, ინფრასტრუქტურული მომსახურებისა და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაუმჯობესება.