დასრულებული ტენდერები

გამოქვეყნებულია: 13 სექტემბერი 2017    /    დასრულებული: 28 სექტემბერი 2017

მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე - ბორჯომის კავალერიის შენობის მუზეუმად ადაპტაციისათვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად

პროექტის საიდენტიფიკაციო ნომერი IBRD/RDP/CS/CQS/16-2016

საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აღნიშნული პროექტის ფარგლებში იწვევს კომპანიებს ბორჯომის კავალერიის შენობის მუზეუმად ადაპტაციისათვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად.
გამოქვეყნებულია: 7 სექტემბერი 2017    /    დასრულებული: 19 სექტემბერი 2017

განცხადება ელექტრონული ტენდერის შესახებ

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ცაგერის მუნიციპალიტეტში ხვამლის ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან მისასვლელი არსებული გზის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 120 000 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2017 წლის 19 სექტემბერს 15:00 საათზე.
გამოქვეყნებულია: 6 სექტემბერი 2017    /    დასრულებული: 6 ოქტომბერი 2017

საჩხერის მუნიციპალიტეტის, გორისას და ჩიხას ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობა

კონტრაქტის/ტენდერის #: EIB/MIMP/W/NCB/46-2017

საქართველომ მიიღო დაფინანსება ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (GURAD) განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: საჩხერის მუნიციპალიტეტის, გორისას და ჩიხას ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობა.
გამოქვეყნებულია: 1 სექტემბერი 2017    /    დასრულებული: 2 ოქტომბერი 2017

კაცხის სვეტთან კელიებისა და მომსახურების შენობის მშენებლობა

კონტრაქტის/ტენდერის # IDA/RDPII/CW/NCB/16-2016

საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მეორე პროექტის (RDP II) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: კაცხის სვეტთან კელიებისა და მომსახურების შენობის მშენებლობა.
გამოქვეყნებულია: 29 აგვისტო 2017    /    დასრულებული: 29 სექტემბერი 2017

ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, ბორჯომის მუნიციპალიტეტი

კონტრაქტის/ტენდერის # IBRD/RDPIII/CW/NCB/35-2017

საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, ბორჯომის მუნიციპალიტეტი.
გამოქვეყნებულია: 25 აგვისტო 2017    /    დასრულებული: 18 სექტემბერი 2017

მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში ყინულის მრავალფუნქციური მოედნის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და კონცეპტუალური პროექტის მოსამზადებლად

საქართველოს მთავრობამ გამოყო თანხა ”ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში ყინულის მრავალფუნქციური მოედნის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და კონცეპტუალური პროექტის მოსამზადებლად“ საპროექტო მომსახურების შესყიდვის მიზნით. (საქართველოს მთავრობის განკარგულება #1697, დათარიღებული 11 აგვისტო, 2017 წელი).
გამოქვეყნებულია: 24 აგვისტო 2017    /    დასრულებული: 4 სექტემბერი 2017

განცხადება ელექტრონული ტენდერის შესახებ - წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს თბილისის მუნიციპალიტეტში, წყნეთი-ბეთანიის გზის (წყნეთის ბოლოდან მეწყერის ზონამდე და მეწყერის ზონიდან კოჯორი სამადლოს გზის კვეთამდე) რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.
გამოქვეყნებულია: 23 აგვისტო 2017    /    დასრულებული: 8 სექტემბერი 2017

მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე (საკონსულტაციო მომსახურება – ფირმების შერჩევა)

აღნიშნული საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს რეგიონული განვითარების III პროექტის ფარგლებში Microsoft Project-ის ტრენინგ კურსის ჩატარებას.
პროექტის საიდენტიფიკაციო ნომერი IBRD/RDP/CS/CQS/12-2016


გამოქვეყნებულია: 15 აგვისტო 2017    /    დასრულებული: 14 სექტემბერი 2017

ვანის ქვაბებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება

კონტრაქტის/ტენდერის # IBRD/RDPIII/CW/NCB/29-2016

საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ვანის ქვაბებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება, ასპინძის მუნიციპალიტეტი.

გამოქვეყნებულია: 15 აგვისტო 2017    /    დასრულებული: 4 სექტემბერი 2017

მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე

პროექტის საიდენტიფიკაციო ნომერი: GOG/CS/LCS/01-2017

საქართველოს მთავრობამ გამოყო თანხა “ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მშენებლობისთვისთვის“ საპროექტო მომსახურების შესყიდვის მიზნით. (საქართველოს მთავრობის განკარგულება #1666, დათარიღებული 10 აგვისტო, 2017 წელი).