20 ოქტომბერი 2025
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქუთაისში ახალ პროექტებს იწყებს
ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან ერთად ქუთაისის ისტორიული ნაწილის რამდენიმე ქუჩა, ბიბლიოთეკის ისტორიული შენობა და მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი დაათვალიერა.
17 ოქტომბერი 2025
თბილისი–რუსთავის საავტომობი გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისი–წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის თბილისი–რუსთავის მე-2 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.
16 ოქტომბერი 2025
ინფრასტრუქტურის სამინისტროში საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა
ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მინისტრ რევაზ სოხაძის და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ბექა ურუშაძის მონაწილეობით, გაიმართა საკონკურსო კომისიის მორიგი სხდომა, სადაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული არქიტექტურული კონკურსების ფარგლებში წარმოდგენილი პროექტები განიხილეს.
15 ოქტომბერი 2025
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ოდიშში ახალი 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ახალი საბავშვო ბაღი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ და ზუგდიდის ახლადარჩეულმა მერმა დავით კოდუამ, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.
15 ოქტომბერი 2025
გარდაბნის სოფელ ლემშვენიერაში №1 საბავშვო ბაღი გაიხსნა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში №1 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის შეიქმნა უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო.